Thumbnail
  • Sportsline-მა გოგა ბითაძის სტატისტიკური შესაძლებლობები გააანალიზა
  • ქართველი ცენტრისგან ყველაზე წარმატებულ თამაშს სეზონის სტარტზე ელიან

ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე ინდიანა პეისერსში სადებიუტო სეზონისთვის ემზადება. 20 წლის ცენტრი საკონტროლო თამაშების ჩასატარებლად ინდოეთის ქალაქ მუმბაიში გახლავთ ჩასული და მართალია, დღეს და ხვალ, საკრამენტო კინგსთან დაგეგმილ შეხვედრებში მოედანზე მცირე ტრავმის გამო ვერ გავა, მისი ამერიკული ნათლობა მაინც მალე უნდა შედგეს.

გოგა ბითაძე ინდოეთში მცირე ტრავმის გამო ვერ ითამაშებს

ამასობაში, სტატისტიკურმა სააგენტომ Sportsline ახალი სეზონისთვის ფენტეზი-რეიტინგი წარმოადგინა და გოგას ცენტრის პოზიციაზე 51-ე ადგილი მიუჩინა. აღნიშნული ვებგვერდის შეფასებით, ბითაძე სეზონის განმავლობაში 648 ფენტეზი-ქულას მოიტანს, რაც 82-მატჩის განმავლობაში საშუალოდ 7.9 გამოდის. ამასთან, თუკი ქართველი ლეგიონერი სეზონში მხოლოდ 66 თამაშს ჩაატარებს (პროგნოზი სწორედ ასეთი გახლავთ), ფენტეზი-ქულათა მონაგარი 764-მდე (საშუალოდ 11.58) ავა.

ამ მონაცემებით, გოგა ხუთეულში მოხვდა, სადაც მის წინ ტაისონ ჩენდლერი (ჰიუსტონი) და დანიელ ტაისი (ბოსტონი) არიან, უკან კი – გასულ დრაფტზე მე-8 ნომრად აყვანილი ჯექსონ ჰეიესი (ნიუ ორლეანი) და ანტე ზიზიჩი (კლივლენდი).

საინტერესოა, რომ Sportsline-ის აზრით, გოგას ყველაზე კარგი მატჩები სწორედ სეზონის დასაწყისში ექნება. ვარაუდობენ, რომ ბითაძე ორ სასტარტო შეხვედრაში 20.7 ფენტეზი-ქულას მოაგროვებს, რაც უკეთესი მაჩვენებელია, მაგალითად, გამოცდილ იტალიელ ნიკოლო მელისთან (ნიუ ორლეანი) შედარებით და 48-ე შედეგს უდრის.

გოგას კიდევ უფრო უკეთ გარჯას უწინასწარმეტყველებენ სეზონის მე-2 კვირაში, რომელიც ოთხ მატჩს მოიცავს. პროგნოზი ასეთია – 42.3 ფენტეზი-ქულა და ცენტრებს შორის 34-ე მაჩვენებელი, რაც უკვე სოლიდური შედეგია. საგულისხმოა, რომ ამ შემთხვევაში, ქართველი ცენტრის ზურგს უკან NBA-ს ორგზის ჩემპიონს და ოლ-სტარის ექვსგზის მონაწილე ესპანელ პაუ გასოლს (პორტლენდი) ვხედავთ.

საინტერესოა ისიც, რომ Sportsline-მა პროგნოზი ბითაძის კონკრეტული სტატისტიკური მაჩვენებლების შესახებაც გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ჩვეენებური სეზონის განმავლობაში საშუალოდ 3.4 ქულას, 2.6 მოხსნას, 0.6 პასს და 1.0 ჩაჭრა-დაფარებას მოაგროვებს, ეს კი, ჯამურად 281 ქულას, 216 მოხსნას, 50 პასს და 90 ჩაჭრა-დაფარებას შეადგენს. აქვე არის მოცემული სავარაუდო მაჩვენებლები სეზონის პირველი და მეორე კვირის მიხედვით.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები