Thumbnail

დავიდ დე ხეა სეგუნდას კლუბს ყიდულობს - 18 მილიონი ბავშვობის ოცნებაში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მანჩესტერ იუნაიტედისა და ესპანეთის ნაკრების მეკარეს ელჩეს შეძენა სურს
  • 28 წლის ესპანელი გოლკიპერი ამ კლუბს ბავშვობიდან გულშემატკივრობდა

მანჩესტერ იუნაიტედისა და ესპანეთის ეროვნული ნაკრების მეკარე დავიდ დე ხეა სამშობლოში საფეხბურთო კლუბის შეძენას აპირებს. როგორც Superdeporte იუწყება, დე ხეას ელჩეს ყიდვა აქვს გადაწყვეტილი, რომელსაც ბავშვობიდან გულშემატკივრობს და მასში სავარაუდოდ, 18 მილიონი ევროს გადახდას აპირებს. 

როგორც ირკვევა, კლუბის გასხვისება უახლოეს თვეებში უნდა მოხდეს.

ელჩეს გულშემატკივრები კლუბის გასხვისების მოლოდინში არიან

საფეხბურთო კლუბი ელჩე 1923 წელს დაარსდა. ამჟამად გუნდი ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში გამოდის, ბოლოს პრიმერაში კი 2014/15 წლების სეზონში თამაშობდა. კლუბი, რომელსაც მრავალმილიონიანი ვალი დაუგროვდა, დააჯარიმეს და ტურნირიდან მოკვეთეს. 

ესპანეთის ჩემპიონატში ელჩეს ყველაზე დიდი მიღწევა მეხუთე ადგილია, რომელიც გუნდმა 1963/64 წლების სეზონში დაიკავა.

28 წლის დე ხეა მადრიდის ატლეტიკოს აღზრდილია, მანჩესტერ იუნაიტედის ღირსებას კი 2011 წლიდან იცავს.

ლა ლიგა 2-ში გასული 9 ტურის შემდეგ, ელჩეს 3-3 მოგება, ფრე და წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-12 პოზიციას იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები