Thumbnail

17 ორთაბრძოლიდან 13 მოგებული - გიორგი აბურჯანია ლა ლიგა 2-ის სიმბოლურშია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რაიო ვალეკანოსთან მარცხისა და შეცვლის მიუხედავად, ქართველი საუკეთესო არამხოლოდ ამ მატჩში იყო.
  • გიორგიმ მიმდინარე ჩემპიონატში მეოთხედ ითამაშა სასტარტო შემადგენლობაში.
  • სევილია ატლეტიკოს მდგომარეობა მძიმეა.

სევილია ატლეტიკოს ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია სეგუნდა დივიზიონის 26-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 

ქართველი ფეხბურთელის გუნდი ბოლო ტურში სტუმრად რაიო ვალეკანოსთან დამარცხდა - 0:2. გიორგი სასტარტო შემადგენლობაში იყო, 68-ე წუთზე კი, როდესაც ანგარიში 1:0 იყო, ის შეცვალეს.

მიუხედავად ამისა, აბურჯანიას საუკეთესო შეფება არამხოლოდ თავის გუნდში ჰქონდა. ქართველი ნახევარმცველი 8 ბალით, სეგუნდას კვირის სიმბოლურ ნაკრებში ლა ლიგის ოფიციალურმა გვერდმაც დაასახელა. 

გიორგი აბურჯანია რაიო ვალეკანოსთან სასტარტოში იყო 

აი, მისი არასრული სტატისტიკა რაიოსთან შეხვედრაში, რომელსაც sofascore.com აქვეყნებს:

დრო - 68 წუთი.

ზუსტი პასი - 28 (84%).

მწვავე პასი - 2.

გრძელი პასი 5 (3).

საგოლე შანსი - 1.

კარში დარტყმა - 1.

დრიბლინგი (წარმატებული) - 3 (3).

ორთაბრძოლა (მოგებული) 17 (12).

ჩაჭრა - 2.

ართმევა - 6.

23 წლის გიორგი აბურჯანია სევილიას მეორე გუნდის ღირსებას მეორე სეზონია იცავს. ქართველმა ნახევარმცველმა მიმდინარე ჩემპიონატში 17 მატჩში ითამაშა, ძირითადში - სულ 4-ჯერ.

სევილია B-ს მდგომარეობა არასახარბიელოა. გუნდი ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, 21-ე ადგილზეა და გავარდნის ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატია.

აბუჯრანიას გუნდი მომდევნო ტურში, 18 თებერვალს, შინ ალმერიას უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები