- ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე მე-2 ტური დასრულდა
- არსენალმა სტანდარდი იოლად დაამარცხა
- ლაციოსა და რენის მატჩი იტალიელთა გამარჯვებით დასრულდა
ევროპის რანგით მე-2 საკლუბო ტურნირზე მეორე ტურის მატჩები დასრულდა. ლონდონის არსენალმა ევროპალიგაზე ზედიზედ მე-2 გამარჯვება იზეიმა. აინტრახტის დამარცხების შემდეგ, არსენალმა საკუთარ მოედანზე სტანდარდს 4:0 მოუგო. ემერის გუნდი ფანტასტიკურ სვლას აგრძელებს და ჯერჯერობით ევროტურნირზე გოლი არ გაუშვია.
ტურნირის 5-გზის ჩემპიონს, სევილიას აპოელ-ი ესტუმრა. ანდალუსიელებმა მეორე შეხვედრაც მოიგეს და A ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობენ. მეორე ტურში კიდევ ერთმა ესპანურმა კლუბმა შეძლო 3 ქულის აღება - ხეტაფემ სტუმრად კრასნოდარს 2:1 მოუგო და C ჯგუფში პირველ ადგილზეა.
ლაციომ ''სტადიო ოლიმპიკოზე'' მილინკოვიჩ-სავიჩისა და ჩირო იმობილეს გოლებით რენს 2:1 სძლია და მიმდინარე გათამაშებაში პირველი 3 ქულა მოიპოვა.
A ჯგუფი
სევილია 1:0 აპოელ
გოლი: 1:0 ჩიჩარიტო (17).
B ჯგუფი
ლუგანო 0:0 კიევის დინამო
მალმიო 1:1 კოპენჰაგენი
გოლები: 0:1 ნილსენის ავტოგოლი (45+5), 1:1 როსენბერგი (55)
C ჯგუფი
კრასნოდარი 1:2 ხეტაფე
გოლები: 0:1 ანხელი (36), 0:2 ანხელი (61), 1:2 არი (69)
ტრაბზონი 2:1 ბაზელი
გოლები: 0:1 ვიდმერი (20), 1:1 პარმარკი (26), 2:1 სოსა (78), 2:2 ოკაფორი (80)
D ჯგუფი
სპორტინგი 2:1 ლასკ ლინცი
გოლები: 0:1 რაგუზი (16), 1:1 ფელიპე (58), 2:1 ბრუნო ფერნანდეში (63)
როსენბორგი 1:3 პსვ
გოლები: 0:1 როსარიო (14), 0:2 მელინგის ავტოგოლი (38), 0:3 მალენი (41), 1:3 ადეგბენრო (70), 1:4 მალენი (79)
E ჯგუფი
სელტიკი 2:0 კლუჟი
გოლები: 1:0 ედუარდი (20), 2:0 მოჰამედი (59),
ლაციო 2:1 რენი
გოლები: 0:1 მორელი (55), 1:1 სავიჩი (64), 2:1 იმობილე (75)
F ჯგუფი
არსენალი 4:0 სტანდარდი
გოლები: 1:0 მარტინელი (13), 2:0 მარტინელი (16), 3:0 ვილოკი (22), 4:0 სებალიოსი (57)
გიმარაეში 0:1 აინტრახტი
გოლი: 0:1 ნდიკა (36).
კომენტარები