Thumbnail
  • დეშამმა განაცხადა, რომ პოგბა სანაკრებო მატჩების გარდა ლივერპულთან თამაშსაც გამოტოვებს
  • ფრანგი ვარსკვლავის ერთ-თვიანი პაუზის შემდეგ 3-კვირიანი უქმობა 

მანჩესტერ იუნაიტედის ლიდერი პოლ პოგბა კოჭის ტრავმის გამო დაახლოებით სამ კვირას გამოტოვებს. მისი თამაში ლივერპულის წინააღმდეგ, რომელიც 20 ოქტომბერს გაიმართება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ამის შესახებ საზოგადოებას საფრანგეთის ნაკრების თავკაცმა დიდიე დეშამმა აცნობა. პოლმა 1-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ თასზე როჩდეილთან მატჩში ითამაშა, შემდეგ კი მან არსენალთან ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაშიც მიიღო მონაწილეობა. 

ოლე გუნარ სულშერმა ის ევროპალიგის მატჩის განაცხადში საერთოდ არ შეიყვანა, ახლა კი ირკვევა, რომ ფრანგი იუნაიტედს კიდევ 3 კვირით დააკლდება. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს პრემიერლიგას?

  • მანჩესტერ სიტი
  • ლივერპული
  • ტოტენჰემი
  • ჩელსი
  • მანჩესტერ იუნაიტედი
  • არსენალი
  • ვულვზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები