Thumbnail

ფაჩულია მოედანზე? გოლდენ სტეიტს ცენტრების კრიზისი აქვს - რას ამბობს სტივ კერი

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • გოლდენ სტეიტს ბოლო 3 დღეში სამი 'მაღალი' დაემტვრა
  • ჟურნალისტებმა სტივ კერს ზაზას დაბრუნებაზე კითხეს

სამი დღის განმავლობაში გოლდენ სტეიტმა ტრავმების გამო სამი კალათბურთელი დაკარგა, რომელთაც სტივ კერი ფარქვეშ თამაშისთვის მოაზრებს. 

ვილი კოლი-სტაინი დაახლოებით 1 თვეს ვერ ითამაშებს. ჯერ უცნობია, რამდენად მძიმეა კევონ ლუნისა და სერბი ახალბედის, ალენ სმაილაგიჩის ტრავმები. კერს სიტუაციიდან გამოსაძრომად კრეატიული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს.

ერთი ასეთი გადაწყვეტილება ამერიკელი ჟურნალისტების თავში დაიბადა - მოგეხსენებათ, გოლდენ სტეიტში მუშაობა დაიწყო ზაზა ფაჩულიამ, რომელმაც NBA-ში 16 სეზონი გაატარა, მათ შორის ორი საჩემპიონო გოლდენ სტეიტში. ხომ არ გადაიფიქრებს ზაზა (დროებით) კარიერის დასრულებას, სანამ უორიორს ცენტრის პოზიციაზე კრიზისი აქვს.

მეტი ამ თემაზე

The Mercury News-ს სტივ კერმა ასეთი პასუხი გასცა: "ზაზა? ახლოსაც არ არის სიმართლესთან".

სტივ კერი პრობლემის გადაჭრის სხვა გზას მოძებნის. ასე რომ, თუ ვინმეს ამერიკული ჟურნალისტების მსგავსად, ზაზას მოედანზე დაბრუნების იმედი გაუჩნდა, სამწუხაროდ, ეს არ მოხდება. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები