Thumbnail

სიდნი კროსბიმ NHL-ში მე-400 გოლი გაიტანა!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კანადელი ჰოკეისტის საიუბილეო გოლი.
  • 30 წლის სიდნი კროსბის უფრო მეტი უნდა.

ჰოკეის კანადელმა სუპერვარსკვლავმა სიდნი კროსბიმ NHL-ში საიუბილეო ნიშნულს მიაღწია! პიტსბურგის და სენტ ლუისის შეხვედრაში, რომელიც მოქმედმა ჩემპიონებმა 4:1 მოიგეს, მან NHL-ში თავისი მე-400 გოლი გაიტანა. 30 წლის კროსბის საიუბილეო გოლით ანგარიში 1:1 გახდა. აღსანიშნავია, რომ საბოლოო ანგარიშიც კროსბიმ დააფიქსირა და მას ამ სეზონში უკვე 19 გოლი აქვს გატანილი.

NHL-ის ისტორიაში კროსბი 95-ე მოთამაშეა, რომელმაც 400 გოლის გატანა შეძლო. აღსანიშნავია, რომ მანამდე, “პინგვინების” მაისურით ეს მხოლოდ ორ ლეგენდარულ მოთამაშეს, მარიო ლემიეს (690) და იარომირ იაგრს (439) აქვთ მოხერხებული.

სტენლის თასის მფლობელს, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ კროსბის ამ შეხვედრამდე 10-მატჩიანი უგოლო სერია ჰქონდა. “400 შესანიშნავი რიცხვია. ძალიან მიხარია, რომ ეს შევძელი, თუმცა ამაზე მეტი მინდა!” - განაცხადა კროსბიმ მატჩის შემდეგ.

კომენტარები

ბოლო ამბები