Thumbnail

საქართველოს ქალთა ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველ ფეხბურთელებს ევრო 2021-ის შესარჩევი ეტაპის მატჩი ელით
  • ეროვნულ გუნდს კაპიტანი ტატა მატვეევა დაუბრუნდა

საქართველოს ქალთა ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა დანიის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის მზადება დაიწყო. ლევან ბაჯელიძის გუნდი ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრას 8 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე გამართავს.

მთავარმა მწვრთნელმა ეროვნულ გუნდში 23 ფეხბურთელი გამოიძახა. ტრავმის შემდეგ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კაპიტანი ტატა მატვეევა დაუბრუნდა, რომელიც ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველად ითამაშებს.

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების განაცხადი დანიის ნაკრების წინააღმდეგ:

მეკარეები: თეონა სუხაშვილი (ერეგლი ბელედიესპორი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი), თამარ ნადირაშვილი.

მცველები: ნინო სუთიძე, ანი აკობიძე (ნიკე, თბილისი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), ელენე რაუხი (ნორჩი დინამო, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი, თამარ ტატუაშვილი (ჰაკარი გიუჯუ, თურქეთი), ნათია სხირტლაძე (გორია იუნაიტედი), ნინო გურიელიძე (ნორჩი დინამო, თბილისი).

ნახევარმცველები: ნინო პასიკაშვილი, ხატია ჭყონია (ლანჩხუთი), თეონა თოდაძე (ლანჩხუთი), თეონა ბაქრაძე (ჰაკარი გიუჯუ, თურქეთი), მარიამ დანელია (ლანჩხუთი), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი), ანასტასია ბოლქვაძე (ნიკე, თბილისი), ნათია დანელია (ნიკე, თბილისი).

თავდამსხმელები: ანა ჩემინავა (ჟალგირისი, ლიეტუვა), ლელა ჭიჭინაძე, ნათელა წოწერია (ლანჩხუთი), ტატა მატვეევა (ტენერიფე, ესპანეთი).

საქართველოსა და დანიის ქალთა ეროვნულ ნაკრებებს შორის მატჩი 8 ოქტომბერს 20:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

ბოლო ამბები