Thumbnail
  • ინდიანამ წინასასეზონო კემპი ინდოეთში გახსნა
  • გოგა ბითაძემ დილის ვარჯიშზე კოჭის ტრავმა მიიღო
ვარჯიშზე

4 ოქტომბერს ინდიანა პეისერსი NBA-ს წინასასეზონო პირველ მატჩს საკრამენტო კინგსთან გამართავს.

ეს შეხვედრა ინდოეთის ქალაქ მუმბაიში თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება და მასში ქართველი ახალბედის, გოგა ბითაძის დებიუტს ველოდით, თუმცა...

დღეს დილით ინდიანამ პირველი ვარჯიში გამართა და პეისერსის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, 20 წლის ქართველი ცენტრი დაშავდა. მან კოჭი იტკინა. ასევე ტრავმა მიიღო, ტი ჯეი ლიფმაც, თუმცა ორივე შემთხვევაში ირწმუნებიან, რომ ტრავმები სერიოზული არ არის. 

update: ბითაძის დებიუტი ოფიციალურად გადაიდო

შეგახსენებთ, რომ ინდიანა მიმდევრობით ორ მატჩს ითამაშებს კინგსის წინააღმდეგ - 4-ში და 5-ში. ისევ ოფიციალური საიტის ინფორმაციით, პარასკევს გუნდის ლიდერები - ტერნერი, საბონისი, ბროგდონი, უორენი და ლემბი 24-30 წუთს ითამაშებენ. შაბათს ტერნერი და საბონისი დაისვენებენ. ასე არის დათქმული, ოღონდ, თუ ცენტრის პოზიციაზე საკადრო პრობლემა არ შეექმნებათ - თუ გოგა შაბათს ვერ შეძლებს თამაშს, ტერნერსა და საბონისს (ან ერთ-ერთს) დასვენება არ უწერიათ. 

გუნდური ფოტო ინდოეთში

შეგახსენებთ, რომ გოგას დებიუტი დრაფტის შემდეგ NBA-ს საზაფხულო ლიგაზე უნდა შემდგარიყო, მაგრამ ლას ვეგასში ბითაძე სავიზო პრობლემის გამო დროულად ვერ ჩავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები