Thumbnail
  • 'სამყურებმა' 'დათვებთან' 5 უპასუხო ლელო მიითვალეს
  • ირლანდიის ნაკრებს ხარვეზიც ბევრი ჰქონდა

ირლანდიის მორაგბეთა ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიო თასზე მე-2 გამარჯვება იზეიმა, თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ გულშემატკივართა თვალში რეაბილიტაცია მოახერხა.

📺 ირლანდია - რუსეთი 35:0

შეგახსენებთ, რომ ჯო შმიდტის შეგირდებმა გასულ კვირას ტურნირის მასპინძელ იაპონიასთან 12:19 წააგეს და წესით, რუსეთთან გაცილებით მობილიზებულნი უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა, მათ თამაშში ამჯერადაც ბევრი ხარვეზი იყო.

მართალია, “სამყურებმა” 5 ლელო დადეს, 35:0 მოიგეს და ბონუს-ქულაც გამოიმუშავეს, თამაშის იმ ხარისხით, რომელიც მათ დღეს აჩვენეს, უფრო ძლიერ გუნდებთან ძალიან გაუჭირდებათ.

ირლანდიელეთაგან ლელოები რობ ქარნიმ, პითერ ო 'მანიმ, რის რადოქმა, ენდრიუ ქონვეიმ და გარი რინგ'როუზმა დადეს, თუმცა, "მწვანეებმა" კიდევ არაერთი შანსი უხეში შეცდომების გამო გაანიავეს.

ირლანდიამ 11 ქულა მოაგროვა და A ჯგუფში პირველ ადგილზე გადაინაცვლა, იაპონია 9 ქულით მეორეა, შოტლანდიას და სამოას 5-5 ქულა აქვთ, რუსეთი კი კვლავაც უქულოდ რჩება.

5 ოქტომბერს იაპონია სამოას გაეჯიბრება, 9-ში კი შოტლანდიის და რუსეთის თამაშია დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები