Thumbnail
  • მილტონ ჰეიგმა და მერაბ შარიქაძემ მედიის კითხვებს უპასუხეს
  • 'ბორჯღალოსნების' მწვრთნელმა მეორე ტაიმის მიუტევებელ შეცდომებზე ისაუბრა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე მესამე მატჩი გამართა, ფიჯისთან 10:45 დამარცხდა და ფაქტობრივად დაკარგა ჯგუფში მე-3 ადგილის დაკავების შანსი, რაც მომდევნო მსოფლიო თასის საგზურს ავტომატურად იძლეოდა.

📋 მეტი ამ თემაზე:

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე, მილტონ ჰეიგმა და მერაბ შარიქაძემ მედიის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. ჰეიგი ამბობს, რომ ნაკრებმა მომავალზე ფიქრი უნდა გააგრძელოს და ავსტრალიასთან მინდორზე გარკვეული მიზნით გავიდეს.

მილტონ ჰეიგი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი)
'პირველი ტაიმში თამაში არ გახსნილა. ძალიან ბევრი შეჯახება ვნახეთ. როდესაც ფიჯელებს შანსს აძლევ, რომ რამდენიმე გადაცემა გააკეთონ, მერე თავის დაცვა ძალიან რთულია. გასახდელში ვისაუბრეთ და ეს არ იყო ის შედეგი, რომელსაც ჩვენი მეგობრები და ოჯახის წევრები ელოდნენ. მთავარი ის არ არის, რა მოხდა. მთავარია, რა მოხდება შემდეგ.

ტურნირზე კიდევ 8 დღე გვრჩება. იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ უნდა დავუბრუნდეთ მუშაობას. ვნახოთ, რა შეგვიძლია, რა შეცდომები უნდა გამოსწორდეს და შემდეგ უნდა ვითამაშოთ ავსტრალიასთან გარკვეული შედეგისთვის.

ვფიქრობ, რომ ფიჯისთან მატჩისთვის 3-დღიანი მოსამზადებელი პერიოდი პრობლემა არ ყოფილა, რადგანაც ასეთ დიდ ტურნირზე გამოსვლისას იცი და აანალიზებ მეტოქეებს. ფიჯისთან ბოლო 3 წელში 2-ჯერ ვითამაშეთ. მოთამაშეები შევისწავლეთ, მაგრამ მეორე ტაიმში მიუტევებელი შეცდომები დავუშვით.'

მერაბ შარიქაძე (საქართველოს ნაკრების კაპიტანი)
'ფიჯელებმა სწორედ ის რაგბი აჩვენეს, რაც თვითონ სურდათ, რის გამოც მათი შეჩერება ვერ შევძელით და შედეგიც ძალიან სამწუხარო დაფიქსირდა.'

კომენტარები

ბოლო ამბები