Thumbnail
  • საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე მე-2 მატჩი წააგო
  • 'ბორჯღალოსნები' ფიჯის ნაკრებთან 35 ქულის სხვაობით დამარცხდნენ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე მესამე მატჩი გამართა, ფიჯისთან 10:45 დამარცხდა და ფაქტობრივად დაკარგა ჯგუფში მე-3 ადგილის დაკავების შანსი, რაც მომდევნო მსოფლიო თასის საგზურს ავტომატურად იძლეოდა.

ოსაკაში გამართული მატჩი ბექა გიგაშვილმა ექსკლუზიურად პოპსპორტისთვის შეაფასა. ტულონის მორაგბემ ნაკრების მარცხის მთავარ მიზეზზე ისაუბრა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხდა.

ბექა გიგაშვილი: 'უპირველეს ყოვლისა, უღრმესი მადლობა თითოეულ გულშემატკივარს, რომლებიც სტადიონზე მოვიდნენ და ასევე მათ, ვინც საქართველოდან გვგულშემატკივრობდა. პირველი ნახევარი ცუდი არ ყოფილა, კარგად წარიმართა. მეორე ტაიმში ძალიან დიდი შეცდომები დავუშვით.

ფიჯის ნაკრებს ბურთის ფლობის დიდი დრო მივეცით - ყველამ კარგად იცის, რა შეუძლია ფიჯის, როდესაც ბურთს დიდხანს ფლობს. სამწუხაროდ, შედეგიც სახეზეა.'

📋 მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები