Thumbnail
  • 12 ოქტომბერი | ⌚ 17:00 | ⚽ საქართველო V ირლანდია 
  • 15 ოქტომბერი | ⌚ 22:45 | ⚽ გიბრალტარი V საქართველო
  • ნავალოვსკის ეროვნულ გუნდში 36 მატჩი აქვს ჩატარებული
  • კვირას სეზონის მთავარი მატჩია: დინამო ბათუმი v დინამო თბილისი 

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ევროპირველობის შესარჩევი მატჩებისთვის დასახელებულ 24-კაციან შემადგენლობაში ერთი ცვლილება განახორციელა.

ტრავმის გამო, ეროვნულ გუნდს მცველი ლაშა დვალი გამოაკლდა. უნგრული „ფერენცვაროშის“ ფეხბურთელს ბათუმის „დინამოს“ მარცხენა მცველი გიორგი ნავალოვსკი შეცვლის, რომელსაც ნაკრებში 36 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

ნავალოვსკი ბათუმის დინამოსთან ერთად საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძვის

ნავალოვსკი ეროვნული ლიგის მხოლოდ მეორე ფეხბურთელია, რომელსაც ვაისმა მოახლოებული მატჩებისთვის უხმო. აქამდე, ქართული კლუბებიდან ნაკრების განაცხადში საბურთალოს მეკარე ლაზარე კუპატაძე იყო. 

ნავალოვსკის საგოლე პასი ტორპედოსთან მატჩში

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მიმდინარე წლის ბოლო საშინაო მატჩს, შესარჩევი ჯგუფის ლიდერ ირლანდიის ნაკრებთან 12 ოქტომბერს, თბილისის დინამო არენაზე ჩაატარებს, 15 ოქტომბერს კი სტუმრად გიბრალტარს დაუპირისპირდება.

ქართველი ფეხბურთელები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მოსამზადებელ ეტაპს 7 ოქტომბრიდან დაიწყებენ, აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით კი, ნაკრების განაცხადმა ასეთი სახე მიიღო.

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი).

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ).

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი).

კომენტარები

ბოლო ამბები