Thumbnail
  • ''ბორჯღალოსნებმა'' ფიჯისთან მატჩის შემდეგ 3,79 ქულა დაკარგეს
  • საქართველოს ნაკრები რეიტინგში 3 პოზიციით დაქვეითდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე მესამე მატჩი გამართა, ფიჯისთან 10:45 დამარცხდა და ფაქტობრივად დაკარგა ჯგუფში მე-3 ადგილის დაკავების შანსი, რაც მომდევნო მსოფლიო თასის საგზურს ავტომატურად იძლეოდა.

📋 მეტი ამ თემაზე:

ფიჯისთან მარცხის გამო, 'ბორჯღალოსნები' მსოფლიო რაგბის რეიტინგში სამი ადგილით დაქვეითდნენ და ახლა მე-14 ადგილზე არიან. საქართველოს რაგბის ნაკრებს 3,79 სარეიტინგო ქულა დააკლდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 'ბორჯღალოსნებს' ფიჯის, იტალიისა და აშშ-ის ნაკრებებმა გადაასწრეს.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასზე მომდევნო და ბოლო მატჩს ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ, 11 ოქტომბერს ჩაატარებს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს D ჯგუფს?

  • უელსი
  • ავსტრალია
  • ფიჯი
  • საქართველო
  • ურუგვაი

კომენტარები

ბოლო ამბები