Thumbnail
  • ‘ზოგჯერ მხოლოდ თავდადება შედეგის მისაღწევად საკმარისი არაა’
  • ბორჯღალოსანთა კაპიტანმა ფიჯისთან მატჩი შეაფასა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ქომაგებს ბოდიში მოუხადა. ეს, ფიჯისთან მატჩის დასრულების შემდეგ მოხდა, რომელიც “ბორჯღალოსნებმა” პირწმინდად “ჩააგდეს” და თამაში, რომლიც მოგებაზეც პრეტენზიას აცხადებდნენ, 10:45 დათმეს. შეხვედრის შემდგომ კომენტარში შარიქაძეს დიდი იმედგაცრუება ეტყობოდა...

📋 მეტი ამ თემაზე:

“მიჭირს ამ მძიმე მარცხის მიზეზებზე საუბარი. მინდორზე თითქოს მაქსიმუმი გავიღეთ, თუმცა, ფიჯიმ ძალიან ძლიერად ითამაშა. ეს, ჩვენთვის დიდი იმედგაცრუებაა. საქართველოს ნაკრებმა, როგორც ყოველთვის, თავდადებით ითამაშა, თუმცა, ზოგჯერ მხოლოდ ეს საკმარისი არაა. იმისთვის, რომ ქულები აიღო, სხვა ბევრი კომპონენტის დახვეჭაა საჭირო. მინდა, მომენტი გამოვიყენო და ჩვენს ქომაგებს ბოდიში მოვუხადო. ვიცით, ამ თამაშს მათთვის რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა და ძალიან ვწუხვარ, რომ გულშემატკივრებისთვის სიხარულის მოტანა ვერ მოვახერხეთ”.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს მსოფლიო თასს?

  • ახალი ზელანდია
  • ინგლისი
  • ირლანდია
  • უელსი
  • სამხრეთ აფრიკა
  • ავსტრალია
  • საფრანგეთი
  • სხვა ნაკრები

კომენტარები

ბოლო ამბები