Thumbnail

საქართველოს ფუტსალის ლიგა: ლიდერის დრამატული გამარჯვება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მართვე 4:8 თელასი
  • აფხაზეთი 2:10 კოლხი
  • ბსუ 3:4 აგორა
  • თბილისი 2:3 ტატიშვილი

საქართველოს ფუტსალის ლიგის მე-8 ტურის შეხვედრები სამ დღეზე გადანაწილდა და საინტერესოდ წარიმართა.

ქუთაისში მართვემ მოქმედ ჩემპიონ სტუ-თელასს უმასპინძლა და 4:8 დამარცხდა. გამარჯვებული გუნდიდან ორ-ორი გატანილი გოლით ავთანდილ ასათიანი და ნუკრი ჭუმბურიძე გამოირჩნენ, ხოლო ქუთაისელთაგან ორი გოლი თამაზ გოგსაძემ გაიტანა.

ტური თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაგრძელდა: კოლხი აფხაზეთს დაუპირისპირდა და 10:2 სძლია მეტოქეს. გამარჯვებულებს კაპიტანმა ამირან ცხომარიამ ულიდერა, რომლის აქტივში ოთხი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა.

საინტერესოდ წარიმართა ტურის ცენტრალური შეხვედრა, რომელშიც ლიდერი აგორა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდა. აგორამ მეტოქე 4:3 დაამარცხა, გადამწყვეტი გოლი კი მატჩის უკანასკნელ წამზე გაიტანა. გულშემატკივარმა ძალიან დაძაბული და სანახაობრივი მატჩი იხილა, რომელშიც ბათუმელებმა ფავორიტს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს. აგორას რიგებში ჰეთთრიკით გიგა დანელია გამოირჩა.

მე-8 ტური თბილისის და ტატიშვილის დაპირისპირებით დასრულდა. მიუხედავად საკადრო პრობლემებისა, მედიკოსებმა მაინც შეძლეს 3 ქულის მოპოვება და მეტოქე მძიმე ბრძოლაში, 3:2 დაამარცხეს. ტატიშვილის რიგებში საუკეთესო იყო გიორგი ლუკავა, რომელმაც დუბლი შეასრულა.

სატურნირო ცხრილს 19 ქულით აგორა ლიდერობს, რომელსაც თითო ქულით ჩამორჩებიან თელასი და ტატიშვილი 

 

კომენტარები

ბოლო ამბები