Thumbnail
  • Yahoo Sports-ის სახალისო სტატია ზაზა ფაჩულიას ახალ როლზე გოლდენ სტეიტში
  • კლეი ტომპსონი და ზაზა კიდევ ბევრ სახალისო ამბავს შემოგვთავაზობენ

NBA-ს ახალი სეზონის წინ გოლდენ სტეიტ უორიორსმა პირველი ვარჯიში ჩაატარა. შეკრებაზე იმყოფება უორიორსის ბიზნეს და საკალათბურთო კონსულტანტი ზაზა ფაჩულია. 

Yahoo Sports-მა ამ ფაქტს სტატია მიუძღვნა: 

"ალბათ ერთხელ მაინც განგიცდიათ ეს შეგრძნება, როცა ვინმეს პასუხობთ, თუ რას საქმიანობთ და მას წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს ეს და ცარიელი გამომეტყველებით გიყურებთ. პირველად თავის ცხოვრებაში, ეს NBA-ს 16-წლიანი კარიერაგამოვილმა ზაზა ფაჩულიამაც განიცადა. "კონსულტანტი" ერთ-ერთი იმ პროფესიათაგანია, რომელზეც ბევრ ადამიანს ხეირიანი წარმოდგენაც არ აქვს. არ აქვს მნიშვნელობა, საზოგადეობასთან ურთიერთობის კონსულტანტი ხარ, იურიდიული კონსულტანტი თუ საკალათბურთო საქმეების კონსულტანტი - თქვენი საქმიანობა მაინც ბუდნოვნად მოჩანს.

ზაზა ფაჩულია 2 სეზონის განმავლობაში სტივ კერის ხელმძღვანელობით თამაშობდა

თვით გოლდენ სტეიტის მწვრთნელ სტივ კერსაც "წარმოდგენა არ აქვს", რას აკეთებს ზაზა ფაჩულია უორიორსში. სამშაბათ საღამოს კერს ზაზას შესახებ კითხეს და მთავარმა მწვრთნელმა ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა ეხუმრა ქართველ დახმარეზე. კერს კითხეს, როგორ უმკლავდება ზაზა კლუბში ახალ პიზიციაზე საქმიანობას: 

"წარმოდგენა არ მაქვს, რას აკეთებდა ზაზა დღეს ოფისში, ერთი უნდა შევეკითხო..."

ასე რომ, ჯობს მეტად დაიტვირთო ზაზა... ფაჩულიას ბეი არეაზე დაბრუნებამ ახალი ტემპით განაახლა მისი მეგობრობა კლეი ტომპსონთან. მით უმეტეს, რომ ზაზას საქმიანობა კლუბში ჯერ კიდევ ბუნდოვანია, ტომპსონს კი უამრავი დრო აქვს, რადგან მუხლის ტრავმას ირჩენს. ასე რომ, ისინი ერთად ბევრ სახალისო ამბავს შემოგვთავაზებენ".

📺 ზაზამ 'ჩატენა'

კომენტარები

ბოლო ამბები