Thumbnail
  • TOP 10 მძიმე და ძლიერი მორაგბე მსოფლიო თასზე
  • Businessinsider-მა ათეულში ორი ქართველი მორაგბე შეიყვანა

2019 წლის რაგბის მსოფლიო თასი 20 სექტემბერს დაიწყო და მსოფლიოს ოცი საუკეთესო ნაკრები უილიამ უებ ელისის თასისთვის ბრძოლაში ჩაება. მსოფლიოს უძლიერესი მორაგბეები საოცნებო ტიტულისთვის ბოლომდე იხარჯებიან. Businessinsider-მა მიმდინარე მსოფლიო თასის ყველაზე მძიმე მორაგბეების ათეული შეადგინა, სადაც ორი ქართველი მოხვდა: ლევან ჩილაჩავა და კონსტანტინე მიქაუტაძე.

ათეული 130-კილოგრამიანი მორაგბეებით იწყება. კონსტანტინე მიქაუტაძე სწორედ 130-იანთა ოთხეულში მოხვდა. ქართველის გარდა, მსოფლიო თასზე 130 კილოგრამს ტონგელი ზეინ კაპელი, სამოელი პაულ ალო ემილი და ახალზელანდიელი ატუ მოლი იწონიან.

''ქართველი კონსტანტინე მიქაუტაძე ნამდვილი მთასავით კაცია. გასაკვირი არაა, რომ მისი ასეთი ფიზიკური შესაძლებლობების გამო ის შერკინებაში ყოველთვის დომინანტია, რის გამოც ის ფაქტობრივად შეუცვლელია, როგორც კლუბისთვის ასევე ქვეყნისთვის.'' - წერს გამოცემა.

კონსტანტინე მიქაუტაძე ახალზელანდიელების წინააღმდეგ 📺

შემდეგ პოზიციებს 132-კილგორამიანი მორაგბეები იკავებენ: რის ქარი (უელსი), ლატუ ტალაკაი (ტონგა), ტანიელა ტაპო (ავსტრალია).

მესამე ადგილზეა ლევან ჩილაჩავა, რომელიც 133 კილოგრამს იწონის. ლევანი მეტოქეებისთვის დამანგრეველი ფიგურაა, მაგრამ გარდა მეტოქეებისა ის თანაგუნდელებსაც აშინებს. მან ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ''ბორჯღალოსანთა'' დებიუტანტს, ვანო კარკაძეს გაეხუმრა და მაცივრიდან ამოხტა.

View this post on Instagram

@vano_karkadze 😂😂😂

A post shared by chilachava (@levanchilachava) on

მეორე ადგილზე უელსელი ტომას ფრანსისია, რომელიც 135 კილოგრამია. პირველ ადგილს კი ტონგელი ბენ ტამეიფუნა იკავებს, რომელიც სხვებს ბევრად აღემატება. ის 151 კილოგრამია და მისი შეჩერება მეტოქეებისთვის ფაქტობრივად წარმოუდგენელია.

კომენტარები

ბოლო ამბები