Thumbnail
  • ახალი ზელანდია 63:0 კანადა - ALL BLACKS-მა რეკორდი გაიმეორა
  • კანადა მეორე ნაკრებია, რომელმაც ამ მსოფლიო თასზე შეხვედრაში ქულა ვერ აიღო 

ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრებმა კანადას 9 ლელო დაუდო და მეტოქე 63:0 დაამარცხა, რითიც მსოფლიო თასზე პირველი ბონუს ქულა მოიპოვა. All Blacks-მა პირველ ტაიმში 4 ლელო დადო, ხოლო მეორეში მეტოქეს კიდევ 5 ლელო გაუტანა.

ახალზელანდიელებს 9 ქულა აქვთ და ჯგუფში მე-2 ადგილზე არიან. მათ იტალიის ნაკრები უსწრებთ, რომელმაც ორივე მატჩი ბონუს ქულით მოიგო. ახალი ზელანდიის მომდევნო მეტოქე ნამიბია იქნება, ხოლო კანადა სამხრეთ აფრიკას შეხვდება.

ახალზელანდიელთა მხრიდან ლელოები ჯორდი ბარეტმა, სონი ბილი უილიამსმა, ბოდენ ბარეტმა, რიეკო იოანემ, სკოტ ბარეტმა, შენონ ფრიზელმა, ბრედ ვებერმა (2) დადეს.

ახალზელანდიელებმა მიმდინარე მსოფლიო თასზე სამხრეთ აფრიკის მიერ დამყარებული რეკორდი გაიმეორეს და 9 ლელოს დადება შეძლეს. სამხრეთაფრიკელები 9 ლელოთი ნამიბიასთან გამოირჩნენ.

კანადის ნაკრები მეორე გუნდი გახდა, რომელმაც მსოფლიო თასზე მატჩში ქულის აღება ვერ შეძლო.

ახალზელანდიელებმა 9 ლელო გაიტანეს და ყველა გარდასხვა გაიტანეს.

კანადასთან სამივე ძმა ბარეტმა შეძლო ლელოს დადება: ბოდენ ბარეტმა, ჯორდი ბარეტმა და სკოტ ბარეტმა.

არდი სავეა გახდა პირველი მორაგბე, რომელმაც მსოფლიო თასზე დამცავი სათვალე გაიკეთა.

მატჩის საუკეთესო მორაგბე რიჩი მოუნგა გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები