Thumbnail
  • 23 ოქტომბერი: საბურთალო V ტორპედო
  • 23 ოქტომბერი: გარეჯი V ლოკომოტივი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომელსაც სფფ-ს გენერალური მდივანი დავთ მუჯირი უძღვებოდა.

ნახევარფინალში გასული ოთხი გუნდიდან სამი ეროვნულ ლიგას წარმოადგენს: საბურთალო, ლოკომოტივი და ქუთაისის ტორპედო, ხოლო ერთი მე-4 ლიგელია: საგარეჯოს გარეჯი.

ნახევარფინალში საბურთალო ტორპედოს უმასპინძლებს, ხოლო ლოკომოტივი გარეჯს ესტუმრება. მატჩები 23 ოქტომბერს გაიმართება. გარეჯი საქართველოს თასის არსებობის ისტორიაში პირველი გუნდია, რომელიც მე-4 ლიგაში ასპარეზობს და თასის ნახევარფინალში გავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები