Thumbnail
  • ბექა წიკლაურმა მსოფლიოს უძლიერესი ნაკრები 4 წლის წინ დაალელოვა
  • წიკლაურის ლელომ და მალაღურაძის გარდასახვამ ანგარიში გაათანაბრა

ქართული რაგბის ისტორიაში 4 წლის წინ კიდევ ერთი ახალი ფურცელი ჩაიწერა - ბექა წიკლაურმა კარდიფის ''მილენიუმზე'' ახალი ზელანდიის ნაკრებს ლელო დაუდო. ეს იყო ''ბორჯღალოსნების'' პირველი ლელო მსოფლიოს უძლიერესი ნაკრების წინააღმდეგ.

ახალზელანდიელები შეხვედრას უკვე მე-2 წუთისთვის იგებდნენ: ვაისაკე ნაჰოლოს ლელო დენ კარტერმა გარდასახა. ''ბორჯღალოსნებმა'' კი სწორედ წიკლაურის ლელოთი და მალაღურაძის გარდასახვით გაათანაბრეს. ბექამ მოედნის ცენტრში შექმნილი არეულობით ისარგებლა - ბურთს ფეხი 2-ჯერ მიარტყა და წინ ისე გაიგდო, რომ მეტოქეებმა მისი შეჩერება ვერ შეძლეს.

საქართველომ ის მატჩი 10:43 დათმო, მაგრამ მსოფლიო პრესა ''ბორჯღალოსნების'' შერკინების კარგ თამაშზე წერდა. იმ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მამუკა გორგოძე დაასახელეს.

კომენტარები

ბოლო ამბები