Thumbnail

თბილისის დინამო თურქულ შეკრებაზე 4 ამხანაგურ მატჩს გამართავს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • თბილისის დინამო ახალი სეზონისთვის ემზადება.
  • კახა კაჭარავას გუნდი შეკრებას ბელეკში გაივლის.

თბილისის დინამო ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. ყველაზე ტიტულოვანი ქართული გუნდი მეორე შეკრებას თურქეთის ქალაქ ბელეკში გაივლის.

დინამო უკვე ბელეკშია. კახა კაჭარავამ შეკრებაზე შემდეგი შემადგენლობა წაიყვანა:

დემეტრე ბულისკერია, ოთო გოშაძე, გიორგი მამარდაშვილი, ლაშა თოთაძე, გიორგი კუცია, ნიკა ბასარია, დავით კობოური, ფირუზ გაბიტაშვილი, გუჯა რუხაია, ბაქარ ქარდავა, ნიკა ნინუა, ბექა დარცმელია, ოთარ კიტეიშვილი, ლევან ხარაბაძე, აკაკი წულაია, ,მიხეილ ერგემლიძე, გიორგი ივანიშვილი, თამაზ ბაბუნაძე, ბუდუ ზივზივაძე, დმიტრი ივანისენია.

ცნობილია, რომ დინამო შეკრებაზე 4 ამხანაგურ მატჩს გამართავს: 13 თებერვალს თბილისური გუნდი ნიჟნეკამსკის ნეფტეხიმიკის ეთამაშება, 17 თებერვალს სოლიგორსკის შახტიორს, 22 თებერვალს ყარაგანდის შახტიორს, ხოლო 25 თებერვალს დინამო შიმკენტის ორდაბასს დაუპირისპირდება.   

კომენტარები

ბოლო ამბები