Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების პრესკონფერენცია ფიჯისთან მატჩის წინ
  • მომავალ თამაშზე ჰეიგმა, შარიქაძემ და ჩილაჩავამ ისაუბრეს

საქართველოს და ფიჯის სარაგბო ნაკრებთა მატჩის წინ, რომელიც ხვალ ოსაკაში გახლავთ დაგეგმილი, ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა. ჟურნალისტთა წინაშე ბორჯღალოსანთა მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი, კაპიტანი მერაბ შარიქაძე და ლევან ჩილაჩავა წარსდგნენ.

შეგახსენებთ, რომ შარიქაძე სამხრეთაფრიკულ საუზერნ კინგსთან მიღებული ტრავმის შემდეგ, ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშებს, ჩილაჩავა კი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვება.

მილტონ ჰეიგი: “ფიჯისთან თამაშისთვის მოსამზადებლად რეალურად მხოლოდ 3 დღე გვქონდა, თუმცა, ვფიქრობ, ეს პრობლემა არ უნდა იყოს. მსოფლიო თასისთვის სერიოზული მზადება გავიარეთ და ბიჭები კარგ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფებიან, ამასთან, ბევრ მოთამაშეს ურუგვაისთან მატჩში დასვენების საშუალება ჰქონდა და გადაღლილები არ უნდა იყვნენ. ვიცით ისიც, რომ თამაშის დღეს ოსაკაში მაღალი ტემპერატურა და დიდი ტენიანობა იქნება, თუმცა, ეს წინდაწინვე ცნობილი იყო და ამისთვისაც მზად ვართ.

ვადასტურებ, რომ ფიჯისთან მატჩში მთავარი დაცვაში დამაჯერებელი გარჯა იქნება. მეტოქის სტილიდან გამომდინარე, სხვაგვარი ტაქტიკის შემუშავება უცნაურიც კი იქნებოდა, თუმცა, ამავდროულად შეტევაში შანსებიც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. სხვაგვარად თამაშს ვერ მოიგებ. იგივე იაპონიამ, როდესაც სამხრეთ აფრიკას და ირლანდიას მოუგო, შეტევაშიც შედგიანად ითამაშა, თორემ მხოლოდ დაცვით შედეგს ვერ მიაღწევდა”.

📸 | ბორჯღალოსნების კაპიტნის ვარჯიში ოსაკაში

მერაბ შარიქაძე: “ყველამ ვიცით, ფიჯელებს ბურთით რისი კეთება შეუძლიათ, ამდენად, უდავოა, რომ ისინი მის დიდხანს გაკონტროლებას შეეცდებიან და ოფლოუდებიც ბევრი იქნება. ამისთვის, მზად უნდა ვიყოთ. ეს იმ მატჩთა კატეგორიას მიეკუთვნება, სადაც მაქსიმალური კონცენტრაციის გარეშე, სასურველი შედეგის მიღწევა ძნელი იქნება.

ვიცით, რომ ხვალ, შესაძლოა, წვიმიან ამინდში მოგვიწიოს თამაში და ამისთვის, შესაბამისი წვრთნა გავიარეთ. ვარჯიშებზე სპეციალურად საპნიან ბურთს ვიყენებდით და თუკი მინდორი სველი იქნა, ამისთვის, გარკვეულწილად მზად ვიქნებით.

პირადად მე სრულად მწყობრში ვარ. უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში გუნდთან ერთად ჩვეულებრივი დატვირთვები მქონდა და ყველაფერი კარგადაა, რისთვისაც სამედიცინო შტაბს მადლობას ვუხდი. მათ შეუძლებელი შეძლეს და ტრავმის შემდეგ, უმოკლეს დროში ფეხზე დამაყენეს”.

📸 | 'ბორჯღალოსნები' ოსაკის სკოლაში

📸 | 'ბორჯღალოსნები' ოსაკის სკოლაში

📸 | 'ბორჯღალოსნები' ოსაკის სკოლაში

📸 | 'ბორჯღალოსნები' ოსაკის სკოლაში

📸 | 'ბორჯღალოსნები' ოსაკის სკოლაში

📸 | 'ბორჯღალოსნები' ოსაკის სკოლაში

📸 | 'ბორჯღალოსნები' ოსაკის სკოლაში

📸 | 'ბორჯღალოსნები' ოსაკის სკოლაში

📸 | 'ბორჯღალოსნები' ოსაკის სკოლაში

📸 | 'ბორჯღალოსნები' ოსაკის სკოლაში

ლევან ჩილაჩავა: “თამაში მაქსიმალურად უნდა ვაკონტროლოთ, რათა ფიჯის ბურთი რაც შეიძლება ნაკლები დრო ჰქონდეს. ასეთ შემთხვევაში, მატჩი ჩვენთვის სასურველი სცენარით წარიმართება – შერკინება, მოლი და როდესაც საჭირო იქნება, ბურთის გაშლა”.

ხვალინდელი მატჩი ჰანაზონოს სარაგბო სტადიონზე თბილისის დროით 09:15 საათზე გახლავთ დაგეგმილი და როგორც პრესკონფერენციიდან შეიტყობდით, დიდი ალბათობით, წვიმის თანხლებით წარიმართება, რაც ბორჯღალოსანთა სტილიდან გამომდინარე, ცუდი ნამდვილად არ უნდა იყოს. ამინდის პროგნოზის თანახმად, ხუთშაბათს მაქსიმალური ტემპერატურა 31 გრადუსი იქნება, ტენიანობა კი 70%-ია.

კომენტარები

ბოლო ამბები