Thumbnail
  • ბოსტონში პოლ პირსი დააფასეს.
  • სელტიკსი კავალიერსთან დამარცხდა.
  • ლებრონი და ახალწვეულები შეუდარებლები იყვნენ.
  • კლივლენდი ფორმაში შედის.
  • აღმოსავლეთში ტორონტო გალიდერდა.

ეს პოლ პირსის საღამო უნდა ყოფილიყო და, პრინციპში იყო კიდეც მაგრამ არა ისეთი სრულყოფილი, როგორსაც თავად პირსი და სელტიკსის გულშემატკივრები ისურვებდნენ. ბოსტონის “TD გარდენი” ემოციებმა წალეკა, როცა სელტიკსის ლეგენდა დააფასეს, მაგრამ ლებრონ ჯეიმსმა ძალიან მოინდომა და რამაც ბოსტონელებს ზეიმი ჩაუმწარა.

პირსის 33-ნომრიანი მაისურამ, რომელსაც NBA-ს რეკორდსმენ გუნდში აღარავის მისცემენ, დარბაზში ფანების უდიდესი აპლოდისმენტების ფონზე საპატიო ადგილი დაიკავა. პირსი ბოსტონში 1998-დან 2013 წლამდე თამაშობდა და 2008 წელს სელტიკსთან ერთად უკანასკნელი ჩემპიონობა იზეიმა. საზეიმო ცერემონიისთვის სწორედ კლივლენდთან მატჩი შეირჩა, რომელიც ბოსტონმა 22-ქულიანი სხვაობით, 99:121 წააგო.

ლებრონის ორმაგი დუბლი

საუკეთესო, რა თქმა უნდა, ლებრონ ჯეიმსი იყო, რომელმაც 24 ქულით და 10 პასით (+ 8 მოხსნა) ორმაგი დუბლი შეასრულა. თუმცა ასევე კარგად ითამაშეს ახალწვეულებმა ჯორდან კლარკსონმა (17 ქულა), როდნი ჰუდმა (15) და ჯორჯ ჰილმა (12).

ბოსტონმა პირველი პერიოდი ერთი ქულით, 32:31 მოიგო, მაგრამ მეორე და მესამე პერიოდებში კლივლენდმა თამაში მარტივად შეატრიალა და უკანასკნელი მეოთხედის წინ უკვე 21-ქულიანი უპირატესობით იგებდა. მეოთხე პერიოდში კავალიერსმა უპირატესობა უპრობლემოდ შეინარჩუნა.

ამ მარცხით ბოსტონმა (40 მოგება, 18 წაგება) აღმოსავლეთ კონფერენციაში ლიდერობა დაკარგა - პირველზე ახლა ტორონტოა (39 მოგება, 16 წაგება). კლივლენდმა კი ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და მესამე ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები