Thumbnail
  • რეალი 2:2 ბრიუგე
  • ზიდანმა ტიბო კურტუა შესვენებაზე გამოცვალა

ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფის მეორე ტურში მადრიდის რეალმა ბრიუგეს უმასპინძლა და 2:2 დაუზავდა. ბრიუგე ემანუელ დენისის დუბლით იგებდა, მაგრამ ზინედინ ზიდანმა შესვენებაზე მეკარე შეცვალა და ქულა გადაარჩინა.

A ჯგუფში "სამეფო კლუბს" ჯერ გამარჯვება არ აქვს - 2 თამაშში მხოლოდ ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა. მე-3 ტურში (22 ოქტომბერს) ზიდანის გუნდი გალათასარაის სტამბოლში ეწვევა

0:1 დენისი 9'

დასაწყისი "სამეფო კლუბისთვის" შოკისმომგვრელი იყო - პერსი ტაუმ მეკარესთან პირისპირ ემანუელ დენისი გაიყვანა, რომელმაც ბურთი ვერ შეიმაგრა, თუმცა ტიბო კურტუამ ეს "დარტყმულიც" ვერ აიღო. 

0:2 დენისი 39'

ლუკა მოდრიჩის უხეში შეცდომის შემდეგ საგოლე შანსი კვლავ დენისს შეექმნა, რომელიც დაიბნა, ფეხიც დაუცდა, თუმცა კარში დარტყმა საბოლოოდ მაინც მოახერხა.

ემანუელ დენისის ზეიმი კრიშტიანო რონალდოს სტილში

სერხიო რამოსმა ჩემპიონთა ლიგაზე თავით მე-7 გოლი გაიტანა. 2003 წლის შემდეგ მცველებს შორის მეტი არავის გაუტანა (7 აქვს გატანილი ჯონ ტერისაც).

როგორც ჩანს, ზინედინ ზიდანმა პირველ ტაიმში რეალის ფიასკოში მთავარ დამნაშავედ ბელგიელი გოლკიპერი მიიჩნია და მის ნაცვლად მოედანზე ალფონს არეოლა შეიყვანა, მოედანზე გამოვიდა მარსელოც.

1:2 სერხიო რამოსი 55'

ქარიმ ბენზემას ჩაწოდებულს თავით სერხიო რამოსი შეწვდა. თავდაპირველად თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა, მაგრამ VAR-მა გადაწყვეტილება შეცვალა - გოლი ჩაითვალა. 

84-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორთან ორთაბრძოლაში ბრიუგეს კაპიტანმა რუდ ვორმერმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ბრიუგე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა.

2:2 კაზემირო 85'

ბრიუგე მაშინვე დაისაჯა, ჯარიმა ტონი კროოსმა მოაწოდა და კაზემირომ თავით გაიტანა.

რეალმა ჩემპიონთა ლიგაზე ორი და მეტი გოლით ჩამორჩენა 2006 წლის შემდეგ (კიევის დინამოსთან - 2:2) პირველად ამოქაჩა.

რეალი 2:2 ბრიუგე

გოლები: 0:1 დენისი (9), 0:2 დენისი (39), 1:2 სერხიო რამოსი (55), 2:2 კაზემირო (85)

რეალი (4-3-3): კურტუა (46. არეოლა) - კარვახალი, სერხიო რამოსი, ვარანი, ნაჩო (46. მარსელო) - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი - ლუკას ვასკესი (67 ვინისიუსი), ბენზემა, აზარი

ბრიუგე (4-3-3): მინოლე - ლოურენსო, მეხელი, დელი, სობოლი - ვორმერი, რიტცი, ვანაკენი - დიატა, დენისი (71. ოპენდა (87. კოოლსი)), ტაუ (92. შრივერსი)

ატალანტა 1:2 შახტარი

გოლები: 1:0 საპატა (28), 1:1 მორაეში (41), 1:2 სოლომონი (90+5)

შენიშვნა: დავით ხოჭოლავა შახტარის განაცხადში არ ყოფილა

კომენტარები

ბოლო ამბები