Thumbnail

რატომ გააუქმეს ქვილითაიას გოლი - ბელგიაში VAR-ის გამოყენება არ იციან

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მე-9 ტურში გიორგი ქვილითაიას გოლი VAR-მა გაუუქმა
  • გოლი არ იყო, მაგრამ VAR-მა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო
გიორგი ქვილითაია კორტრაიკის წინააღმდეგ

შაბათს ბელგიის ჩემპიონატის მე-9 ტურში ქართველთა გენტმა 2:0 მოუგო კორტრაიკს.

ამ შეხვედრაში შეცვლაზე შესულ გიორგი ქვილითაიას VAR-მა გოლი გაუუქმა, ქართველი ფორვარდი თამაშგარეში ნამდვილად იყო, თუმცა ბელგიურმა მედიამ დაადგინა, რომ ჟუპილერლიგაში VAR-ის გამოყენება არ იციან. 

73-ე წუთზე ხუთი წუთის წინ შესულმა ქვილითაიამ სტუმართა კარი ახლო მანძილიდან დალაშქრა, მაგრამ ვიდეორეფერი კევინ ვან დამმა ხანგრძლივი გადამოწმების შემდეგ ეს გოლი გააუქმა.

შოკისმომგვრელია, მაგრამ ფაქტია - ვან დამმა ოფსაიდის წესი არ იცის! შეხედეთ, სად არის გავლებული VAR-ის ოფიციალური ხაზი. არადა, ამ სიტუაციაში ბოლო მცველი ჰაინს-იკე იყო და ხაზიც მასზე უნდა გავლებულიყო და არა გენტის უკრაინელ ფორვარდ რომან იარემჩუკზე. ვიდეორეფერის გაუმართლა - ისეც და ასეც ქვილითაია თამაშგარე მდგომარეობაშია და ინციდენს სკანდალი არ მოჰყოლია, მით უფრო, რომ გენტმა მალევე გაიტანა (წესების დაცვით) მეორე გოლი.

📺 გაუქმებული გოლი 

ბელგიურ მედიაში წერენ, რომ მართალია, ეპიზოდს მატჩის შედეგზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია, მაგრამ ეს ყველაფერი ძალზე დამაფიქრებელია, რადგან... ვიდეორეფერი ასე ამ სეზონში პირველად არ შემცდარა.

პირველი შემთხვევა კიდევ უფრო კურიოზული იყო - ბევერენისა და მუსკრონის მატჩში (1:1) ბაბანგიდას მიერ საჯარიმოდან გატანილი გოლი არ ჩათვალეს, რადგან ბევერენის კაპიტან კოფრიეზე თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა. სინამდვილეში ეს იყო ავტოგოლი (დე მედინა), შესაბამისად, VAR-ზე შემოწმების აუცილებლობა საერთოდ არ იყო. 

კომენტარები

ბოლო ამბები