Thumbnail
  • საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასზე მესამე მატჩისთვის ემზადება
  • ქართველი მორაგბეების მოლოდინი ფიჯისთან დაპირისპირების წინ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე მესამე მატჩისთვის ემზადება. "ბორჯღალოსნები" D ჯგუფის მესამე მატჩში ფიჯის დაუპირისპირდებიან. მილტონ ჰეიგმა მომავალი დაპირისპირებისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, მორაგბეებმა კი იაპონიის ქალაქ ოსაკაში მზადება უკვე დაიწყეს და მომავალ დაპირისპირებაზეც ისაუბრეს.

მერაბ შარიქაძე (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): "დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია მსოფლიოს ჩემპიონატის. მოტივაციაზე საუბარი, ალბათ ზედმეტია - უმოტივაციო ერთი ადამიანიც არ არის, არც გუნდში და არც სამწვრთნელო შტაბში. გვინდა, რომ ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდეს და ამისთვის თავის დაზოგვას არავინ აპირებს".

დავით კაჭარავა (საქართველოს ნაკრების მორაგბე): "კარგად გვაქვს გაცნობიერებული, ვის ვეთამაშებით - ფიჯი ინდივიდუალურად ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი გუნდია, თუმცა ვიცით, როგორ უნდა ვითამაშოთ და ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრები გაიმარჯვებს".

სართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე გამოსვლა უელსთან მარცხით (14:43) დაიწყო, რის შემდეგაც ურუგვაის ბონუს ქულით სძლია (33:7) და ამჟამად D ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს. ოსაკაში საქართველო-ფიჯის დაპირისპირება 3 ოქტომბერს, თბილისის დროით 09:15 სთ-ზე დაიწყება, მატჩის ტელეტრანსლაციას კი "პირველი არხი" წარმოადგენს.

კომენტარები

ბოლო ამბები