Thumbnail

რთული გამოცდა შვეიცარიაში - გია ცეცაძემ შემადგენლობა დაასახელა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 11 ოქტომბერი | ⌚ 21:00 | ⚽ U21 შვეიცარია V U21 საქართველო
  • U21 საქართველოს ნაკრები 6 ქულით ჯგუფის ლიდერია

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრას 11 ოქტომბერს სტუმრად შვეიცარიის 21-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. გია ცეცაძის გუნდი უახლოესი მატჩისთვის მზადებას 7 ოქტომბერს თბილისში დაიწყებს და შვეიცარიაში 10 ოქტომბერს გაემგზავრება. გია ცეცაძემ ამ მატჩისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (გრანადა B, ესპანეთი), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი), გიორგი ჩოჩიშვილი (დილა, გორი).

მცველები: ილია ბერიაშვილი (თელავი), თორნიკე ძოწენიძე (ლოკომოტივი, თბილისი), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), დავით კობოური (დინამო, თბილისი), ლაშა უგრეხელიძე (სიონი, ბოლნისი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო, თბილისი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი).

ნახევარმცველები: პაატა კიტეიშვილი (რუსთავი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი, თბილისი), გიორგი კუცია (დილა, გორი), ნიკა ნინუა (დინამო, თბილისი), ლუკა სილაგაძე (რუსთავი).

თავდამსხმელები: ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), გიორგი არაბიძე (ადანასპორი, თურქეთი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა, გორი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო, თბილისი), ბექა ქავთარაძე (რუსთავი).

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის საწყისი ორი შეხვედრა მოიგო და მეორე ჯგუფს ექვსი ქულით ლიდერობს. საქართველო-შვეიცარიის მატჩი 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე ქალაქ ვინტერტურის, "შუტცენვიზეს" სტადიონზე გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები