Thumbnail
  • საქართველოს ნაკრები იაპონიის ქალაქ ოსაკის ერთ-ერთ სკოლას ესტუმრა
  • ბორჯღალოსნებმა მოსწავლეების გარემოცვაში დრო საინტერესოდ გაატარეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე მესამე მატჩისთვის ოსაკაში ემზადება. მილტონ ჰეიგის გუნდი 3 ოქტომბერს ფიჯის ნაკრებს დაუპირისპირდება.

დღეს "ბორჯღალოსნები" იაპონიის ქალაქ ოსაკის ერთ-ერთ სკოლას ესტუმრნენ და ბავშვებს შეხვდნენ. ქართველმა მორაგბეებმა სკოლის მოსწავლეებთან ერთად სხვადასხვა გასართობ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

📺 ვიდეო: ბორჯღალოსნები ოსაკის სკოლაში

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე გამოსვლა უელსთან მარცხით (14:43) დაიწყო, რის შემდეგაც ურუგვაის ბონუს ქულით სძლია (33:7) და ამჟამად D ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს. ოსაკაში საქართველო-ფიჯის დაპირისპირება 3 ოქტომბერს, თბილისის დროით 09:15 სთ-ზე დაიწყება, მატჩის ტელეტრანსლაციას კი "პირველი არხი" წარმოადგენს.

📸 | 'ბორჯღალოსნები' ოსაკის სკოლაში

📸 | 'ბორჯღალოსნები' ოსაკის სკოლაში

📸 | 'ბორჯღალოსნები' ოსაკის სკოლაში

📸 | 'ბორჯღალოსნები' ოსაკის სკოლაში

📸 | 'ბორჯღალოსნები' ოსაკის სკოლაში

📸 | 'ბორჯღალოსნები' ოსაკის სკოლაში

📸 | 'ბორჯღალოსნები' ოსაკის სკოლაში

📸 | 'ბორჯღალოსნები' ოსაკის სკოლაში

📸 | 'ბორჯღალოსნები' ოსაკის სკოლაში

📸 | 'ბორჯღალოსნები' ოსაკის სკოლაში

 

კომენტარები

ბოლო ამბები