Thumbnail

შოტლანდამ საფრანგეთს დაძაბულ ბრძოლაში მოუგო - 32:26

  • შოტლანდია 32:26 საფრანგეთი.
  • შოტლანდიამ პირველი გამარჯვება მოიპოვა.
  • საფრანგეთმა მეორე თამაშიც წააგო.

ექვსი ერის მეორე ტური შოტლანდიისა და საფრანგეთის შეხვედრით დასრულდა. ფრანგები მე-2 წუთზე ტედი ტომას ლელოთი დაწინაურდნენ. მაქსიმ მაშნომ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და მე-9 წუთზე ჯარიმაც გაიტანა. შოტლანდიელებმა მე-12 წუთიდან დაიწყეს ქულების დაგროვება. შონ მეიტლენდმა ლელო დადო, რომელიც გრეიგ ლეიდლოუმ გარდასახა. ფრანგებმა 26-ე წუთზე მეორე ლელო დადეს. ტედი ტომამ დუბლი შეასრულა, მაქსიმ მაშნომ გარდასახვა გამოიყენა. ხუთ წუთში ჰიუ ჯონსმა ფრანგების ჩათვლის მოედანში მეორე ლელო დადო, ლეიდლოუ ამჯერადაც ზუსტი იყო. ტაიმის ბოლო წუთზე მაქსიმ მაშნომ ჯარიმა გაიტანა და საფრანგეთმა ტაიმი 20:14 მოიგო.

მეორე ტაიმში რვა ჯარიმა გავიდა. აქედან ექვსი შოტლანდიამ გაიტანა და მატჩიც მოიგო. აღსანიშნავია, რომ ექვსივე საჯარიმო ლეიდლოუმ შეასრულა. მატჩის საუკეთესო მოთამაშეც სწორედ შოტლანდიელი გახდა. შოტლანდიამ 32:26 მოიგო და ექვს ერში მეოთხე ადგილს იკავებს. საფრანგეთი ორი ტურის შემდეგ - მეხუთეა. 

ექვსი ერის მომდევნო ტური 24-თებერვალს გაიმართება.

მომდევნო ტურის მატჩები : საფრანგეთი - იტალია, ირლანდია - უელსი, შოტლანდია - ინგლისი.

კომენტარები

ბოლო ამბები