Thumbnail

‘სექსუალური ხარ!’ - მსაჯი ბურთის მიმწოდებელ გოგონასთან ფლირტის გამო მოკვეთეს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჯანლუკა მოსკარელა ჩოგბურთის მატჩებს აღარ იმსაჯებს
  • იტალიელი ბურთის მიმწოდებელ გოგონასთან ფლირტის გამო დასაჯეს

ATP-მ იტალიელი მსაჯი ჯანლუკა მოსკარელა ჩოგბურთის მსაჯობიდან სასწრაფო წესით მოკვეთა - მიზეზი ამ უკანასკნელის სიტყვებია, რომელსაც ის ბურთის მიმწოდებელ გოგონას ეუბნებოდა. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა.

ეს ამბავი წინა კვირაში, ფლორენციაში გამართული ტურნირის მატჩის დროს მოხდა, რომელშიც ერთმანეთს პორტუგალიელი პედრო სოუზა და იტალიელი ენრიკო დალა ვალე ეთამაშებოდნენ. შეხვედრის დროს იტალიელმა მსაჯმა ბურთის მიმწოდებელ გოგონას ასეთი სიტყვებით მიმართა: “ძალიან სექსუალური ხარ… ხომ არ დაგცხა?”

გარდა ამისა, მოსკარელა მოთამაშესაც ელაპარაკებოდა - პაუზის დროს მას ურჩევდა, მეტი კონცენტრაციით ეთამაშა და ძალები დაეზოგა. ATP-მ იტალიელი არბიტრის დისკვალიფიკაცია ოფიციალურად დაადასტურა.

კომენტარები

ბოლო ამბები