Thumbnail
  • პრესეზონის სტარტის წინ ჰიუსტონ როკეტსმა მარტივად მოიგო
  • ჯეიმს ჰარდენს სამმაგი დუბლისთვის 21 წუთი ეყო
  • რასელ ვესტბრუკს არ უთამაშია

NBA-ს ახალი სეზონის მოსამზადებელი პერიოდის პირველივე მატჩში ჰიუსტონ როკეტსმა ძალიან ადვილად მოიგო. ჯეიმს ჰარდენმა და კომპანიამ ჩინური კლუბი შანხაი შარკსი 140:71 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ არ უთამაშია გუნდის ახალწვეულ რასელ ვესტბრუკს, რომელსაც მუხლის ოპერაციის შემდეგ პირველ მატჩებში ასვენებენ.

ვესტბრუკის არყოფნაში ჰარდენმა შეასრულა სამმაგი დუბლი და, თანაც, ამისათვის 21 წუთი იკმარა: ამ დროში მის ააქტივში 10 ქულა, 12 მოხსნა და 17 პასი იყო. ჰარდენთან ერთად შესანიშნავი გახლდათ კლინტ კაპელა, რომელმაც ჩინურ კლუბს 25 ქულა ჩაუგდო და ბურთი 10-ჯერ მოუხსნა.

📺 ვიდეო: ჰიუსტონ როკეტსი 140:71 შანხაი შარკსი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები