Thumbnail

ბასილაშვილი ვარსკვლავების კომპანიაში – ნიკა პეკინში ხვალ იწყებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი ჩოგბურთელი ლაივ-რეიტინგში 9 ადგილით დაქვეითდა
  • ბასილაშვილს ჩინეთში 500 ქულა აქვს დასაცავი 

მიმდინარე კვირაში პეკინი ტრადიციულ საჩოგბურთო ტურნირს მასპინძლობს, რომლის საპრიზო ფონდიც 3 666 275 დოლარია, მისი შარშანდელი გამარჯვებული კი ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი გახლავთ.

პრესტიჟული შეჯიბრის დაწყებამდე ტრადიციული საზეიმო ღონისძიება (Players Party) შედგა, სადაც მომავალი ტურნირის მონაწილეებს მცირე განტვირთვის საშუალება მიეცათ.

შედეგად, ნიკოლოზი მხიარულობაში გაელ მონფილსის, სტეფანოს ციციპასის, ალექსანდრ ზვერევის, დომინიკ ტიმის, გრიგორ დიმიტროვის, ფაბიო ფონინის, გრიგორი დიმიტროვის და სხვათა მხარდამხარ ჩაერთო.

All jumping of joy in Beijing 🤩🙌🏻👊🏻 #PlayersPartyFun

Posted by China Open on კვირა, 29 სექტემბერი, 2019

პეკინში პირველი მატჩები უკვე ჩატარდა, ქართველი ჩოგბურთელი კი სასტარტო შეხვედრას ხვალ, 1 ოქტომბერს ჩაატარებს. ბასილაშვილის და არგენტინელი გუიდო პელას მატჩი ბრედ დრიუეტის სახელობის კორტზე მე-2 წყებაშია დანიშნული და მონფილსის და ამერიკელი ჯონ ისნერის თამაშის დასრულების შემდეგ, თბილისის დროით, დაახლოებით 10:30 საათზე დაიწყება.

არგენტინელის დამარცხების შემთხვევაში, ნიკოლოზი 45 სარეიტინგო ქულას დაიცავს, მისი მომდევნო მეტოქე კი მე-3 ნომრად განთესილ ციციპასს და სერბ დუშან ლაიოვიჩს შორის უმჯობესი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილს პეკინში სულ 500 სარეიტინგო ქულა აქვს დასაცავი, მანამდე კი, 1440 ქულით, ATP-ს ლაივ-რეიტინგში მეჩვიდმეტედან 26-ე ადგილზე გადაინაცვლა.

კომენტარები

ბოლო ამბები