Thumbnail
  • კატალონიელთა 32 წლის თავდამსხმელმა შესაძლოა ინტერთან ითამაშოს
  • არგენტინელმა ვარსკვლავმა თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიში განაახლა

ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრისთვის მზადება დაიწყო, რომელსაც "კამპ ნოუზე", 2 ოქტომბერს, მილანის ინტერთან ჩაატარებს. ბოლო ვარჯიშში მონაწილეობა გუნდის კაპიტანმა ლიონელ მესიმ და უსმან დემბელემაც მიიღეს, რომლებიც მოედანს ტრავმების შემდეგ უბრუნდებიან. 

კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ჯერჯერობით ორივე ფეხბურთელი არასრულად დაიტვირთა და მხოლოდ ზოგიერთ ვარჯიშში მონაწილეობდა. შეგახსენებთ, რომ 32 წლის არგენტინელმა ფორვარდმა ტრავმა 24 სექტემბერს, ლა ლიგაში, ვილიარეალთან შეხვედრაში (2:1) მიიღო, რის გამოც მეორე ტაიმში მოედანზე აღარ გასულა.

ესპანური მედიის ცნობით, არგენტინელი მწყობრში დადგენილ გრაფიკზე სწრაფად დგება და არსებობს მოლოდინი, რომ ინტერთან თამაშს მოახერხებს. ამ საკითხზე საბოლოოდ გადაწყვეტილებას ბარსას სამწვრთნელო შტაბი, თამაშის წინა დღეს, 1-ელ ოქტომბერს მიიღებს. 

მესიმ ამ სეზონში სულ სამ მატჩში ითამაშა

როგორც ირკვევა, ბარსელონას ვარჯიში გამოტოვა 16 წლის ანსუ ფატიმ, რომელსაც მუხლის პრობლემა აქვს და ამის გამო არც პრიმერაში, ხეტაფესთან შეხვედრაში უთამაშია.

ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფში, 1-ელი ტურის შემდეგ, ოთხივე გუნდის თითო ქულა აქვს. ბარსელონამ სტუმრად ფრედ (0:0) დორტმუნდთან ითამაშა, მილანის ინტერმა კი ქულები შინ პრაღის სლავიასთან (1:1) გაიყო.

კომენტარები

ბოლო ამბები