Thumbnail

San Francisco Shock Overwatch ლიგის 2019 წლის ჩემპიონია!

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • San Francisco Shock-მა Vancouver Titans ფინალში გაანადგურა!
  • თამაშში 2019 წლის საუკეთესო DPS მოთამაშეები, Sinatraa და Haksal ერთმანეთს დაუპირისპირდნენ! 

29 სექტემბერს, პოპულარული ონლაინ მულტიფლეიერის, Overwatch-ის ლიგის ფინალი ფილადელფიაში, პენსილვანიის ველს ფარგოს სტადიონზე გაიმართა. თამაშში, ორივე გუნდიდან ერთმანეთს ლიგის 2019 წლის საუკეთესო მოთამაშეები უპირისპირდებოდნენ: სან ფრანცისკო შოკის ჯეი ''სინატრა'' რომელსაც 2019 წლის ლიგის MVP-ის ტიტული მიანიჭიეს, ვანკუვერის ტიტანებიდან კი ჰიონგ ''ჰასკალ'' კიმი. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგან ერთსა და იმავე გმირს, Doomfist-ს თამაშობდა. 

''შოკმა'' თავიდანვე აჩვენა მაყურებელს საკუთარი უპირატესობა და პირველი რუკა, LI-Jang Tower-ი უპრობლემოდ მოიგო. მეორე რუკაზე, Eichenwalde-ზე თამაში უფრო თანაბრად მიმდინარეობდა: ჰასკალმა სან ფრანცისკოს სტრატეგიას Pharah-ს თამაში დაუპირისპირა, თუმცა ''შოკმა'' ამ რუკის მოგება მაინც მოახერხა.

მესამე რუკა Temple of Anubis იყო, და, როგორც ყოველთვის, უპირატესობის მოპოვება ორივე გუნდს გაუჭირდა: თითო-თითო რაუნდი მოიგეს და დამატებით ტაიმში გადავიდნენ. სინატრამ დაცვაში Mei-ს როლი მოირგო და თამაშის ბედიც სწორედ ამან გადაწყვიტა: ''შოკმა'' მესამე რუკაც ჩაიგო ხელში.

საბოლოო დაცვის ხაზი, ტიტანებისთვის მეოთხე რუკა, Watchpoint: Gibraltar იყო: გუნდმა იცოდა, რომ ამ რუკის წაგება მათ ბედს გადაწყვეტდა, თუმცა მინჰო ''არქიტექტ''-ის Bastion-ს ვერაფერი მოიხერხეს. რუკის მეორე ნაწილზე გადასვლა მოახერხეს, თუმცა რამდენიმე საბედისწერო შეცდომა დაუშვეს და სიტუაციის გამოსწორება ვეღარ შეძლეს: ''შოკმა;' ფინალი 4:0 მოიგო და ჩემპიონი გახდა.

როგორც Overwatch-ს სჩვევია, მეტაში ცვლილებებლი ბევრ იქამდე შეუმჩნეველ გუნდს შანსს აძლევს. სწორედ ასეთი აღმოჩნდა ''შოკიც:'' 2-2-2 მეტამ მათ ლიგის ჩემპიონობა შესძინა, რისი გათვალისწინებაც, მომავალი, 2020 წლის ჩემპიონატში სხვა გუნდებსაც მოუწევთ. მანამდე კი, შეგიძლიათ წლევანდელი ფინალის საუკეთესო მომენტებს გადახედოთ:

კომენტარები

ბოლო ამბები