Thumbnail

PREVIEW | სულშერი რეპუტაციის აღდგენას ტრაფორდზე არსენალთან მოგებით შეეცდება

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 📅 30 სექტემბერი | ⌚ 23:00 | ⚽ მანჩესტერ იუნაიტედი V არსენალი
  • ორივე გუნდი კრიზისიდან გამოსვლას ცდილობს

პრემიერლიგის მეშვიდე ტურის მატჩში, მანჩესტერ იუნაიტედი ოლდ ტრაფორდზე ლონდონის არსენალს უმასპინძლებს.

იუნაიტედმა ფრის ან წაგების შემთხვევაში, შესაძლოა, ტური მეათე, ან მეთერთმეტე ადგილზე დაასრულოს, რაც 1992-93 წლების სეზონის შემდეგ არ მომხდარა.

მატჩს დიდი ალბათობით, გუნდის მთავარი ფორვარდი - მარკუს რაშფორდი გამოტოვებს, რაც სულშერის გუნდში არეულ სიტუაციას კიდევ უფრო არასტაბილურს გახდის.

თუმცა მერვე პოზიციაზე მყოფი არსენალიც იდეალურ ფორმაში არ გახლავთ - ემერის გუნდმა სპორტულ სისუსტეს გასულ კვირას კაპიტნის არჩევითი წესით დანიშვნაც დაუმატა, რის გამოც ესპანელი ზედმეტი პათეტიკისთვის გააკრიტიკეს.

საინტერესო ფაქტები

⚽ არსენალის მიერ ჩატარებულ ბოლო 3 შეხვედრაში, 3.5 გოლზე მეტი გავიდა...

⚽ იუნაიტედის მიერ თამაშიდან გატანილი ბოლო 2 გოლი დენიელ ჯეიმსის ანგარიშზეა...

⚽ ნიკოლას პეპემ გასულ კვირას არსენალის ფორმით პირველი გოლი გაიტანა...

⚽ იუნაიტედმა პრემიერლიგის ბოლო საშინაო 10 მატჩში, სადაც ანგარიში გახსნა 9 მატჩი მოიგო და ერთი ფრედ ითამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები