Thumbnail
  • კაზემირო ზუსტად თამაშის დროს გაძარცვეს
  • ამ დროს სახლში მისი ცოლი და შვილი იყვნენ
  • ეს მსგავსი ძარცვის პირველი შემთხვევა არ ყოფილა

მადრიდულ დერბიში დაკარგული ორი ქულა კაზემიროს ყველაზე დიდი პრობლემა იმ საღამოს არ ყოფილა. ზუსტად მაშინ, როდესაც კაზემირო "ვანდა მეტროპოლიტანოზე" თამაშობდა, მძარცველები მის სახლში შეიჭრნენ და გაძარცვეს. ამ დროს სახლში კაზემიროს ცოლი და შვილი იმყოფებოდნენ.

ეს ესპანეთში პირველი შემთხვევა არ არის - იმ საათებში, როდესაც ფეხბურთელებს თამაში აქვთ და შინ ნამდვილად არ იმყოფებიან, კრიმინალები ამით სარგებლობენ ხოლმე. ანალოგიურად გაძარცვეს ზინედინ ზიდანი. მსგავსი შემთხვევები მოხდა ბარსელონასა და ვალენსიაში.

რეალის დაცვის სამსახური ფეხბურთელებს აფრთხილებს, რომ განსაკუთრებით ფრთხილად იყვნენ და თავისი სახლის და ოჯახის ფოტოები სოციალურ ქსელებში არ დადონ.

კომენტარები

ბოლო ამბები