Thumbnail

ლიონის ორიგინალური პროტესტი - ჩინეთის მთავრობა უკმაყოფილო უნდა იყოს

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ევროპელ გულშემატკივარს ადრეული თამაშები არ მოსწონს
  • ლიონის ორიგინალური პროტესტი ჩინურ კომპანიებს
  • ტიბეტის აკრძალული თემა ჩინურ ტელევიზიებში მაინც მოხვდა

ევროპელ გულშემატკივარს შაბათ-კვირას ადრეული თამაშები არ მოსწონს. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ჩინეთის და, ზოგადად, აზიური სატელევიზიო ბაზრისთვის მისაღებ დროის გაიმართოს შეხვედრები, ევროპელებისთვის კი ეს ძალიან ადრეა.

ასე მოხდა ამ შაბათს ლიონის შემთხვევაშიც. ლიონს ფრანგული დროით 13:30-ზე მოუწია თამაში. ეს დრო პეკინში მყოფი სატელევიზიო გულშემატკივარისთვის ძალიან კომფორტული იყო - 19:30.

საქმე ის არის, რომ 2018 წელს ფრანგულმა საფეხბურთო ლიგამ ხელი მოაწერა კონტრაქტს ჩინურ სუნინგ გრუპთან, რომლის მიხედვითაც, კორპორაცია საფრანგეთის ჩემპიონატის 6 თამაშს აჩვენებს - მათ შორის სახელმწიფო არხზეც. სუნინგი სახელმწიფო კორპორაციაა და ლიონის თამაშიც სწორედ ნაციონალურ ტელევიზიაში გადიოდა - სწორედ მათი თხოვნაა, რომ ჩემპიონატის მინიმუმ რამდენიმე თამაში ჩინური აუდიტორიისთვის მისაღებ დროს დაიწყოს. ჩინური კორპორაცია ფრანგული ლიგის ერთ-ერთი ძირითადი სპონსორია.

ლიონის გულშემატკივარმა ორიგინალური პროტესტი მოიფიქრა. ჩინეთში მკაცრი ცენზურა მოქმედებს. მათაც სტადიონზე ლოზუნგი - "თავისუფლება ტიბეტს" და ტიბეტის დროშა გამოფინეს.

ტიბეტის ოკუპაციის საკითხი ჩინეთში აკრძალულ თემებს მიეკუთვნება. ლიონის გულშემატკივარის აზრით, მას შემდეგ, რაც ჩინური სახელმწიფო კომპანიები შენიშნავენ, რომ მათთვის აკრძალული პოლიტიკური თემები კადრში მაინც ხვდება, ფრანგული ლიგის ჩვენების სურვილი ნაკლებად ექნებათ.

კომენტარები

ბოლო ამბები