Thumbnail

ტატალაშვილმა და ლიპარტელიანმა პარიზში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

  • პარიზის გრანდ სლემი II დღე.
  • ტატალაშვილისა და ლიპარტელიანის ბრინჯაო.

პარიზის გრანდ სლემის მე-2 დღეს ქართველებმა სამი მედალი მოიპოვეს. ბექა ღვინიაშვილი ვერცხლს დაეუფლა, ხოლო ვარლამ ლიპარტელიანმა და ნუგზარ ტატალაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

დიდი პაუზის შემდეგ ნუგზარ ტატალაშვილმა საერთაშორისო ასპარეზზე მედლის აღება მოახერხა. 81-კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალურ ბლოკში, ტატალაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში კანადელ ვალუა-ფორტიეს ვაზარით სძლია დამატებით დროში და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ვარლამ ლიპარტელიანმა სეზონი მედლით გახსნა. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა ხორვატ ზლატკო კუმრიჩს ჯერ ვაზარი აუღო, ხოლო შემდეგ შებოჭვაზე დაიჭირა და შეხვედრა იპონით დაასრულა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზის გრანდ სლემი ოთხი მედლით დაასრულა. ლაშა შავდათუაშვილი და ბექა ღვინიაშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდნენ, ხოლო ნუგზარ ტატალაშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

კომენტარები

ბოლო ამბები