Thumbnail

გოლი ყოველ 1,5 წუთში - ერთ-ერთი ყველაზე უხვგოლიანი მატჩი ფეხბურთის ისტორიაში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ფლამენგოს ქალთა გუნდმა გრემიოს საკალათბურთო ანგარიშით მოუგო
  • თუმცა, ფეხბურთის ისტორიაში უფრო დიდი ანგარიშიც დაფიქსირებულა

ბრაზილიაში, რიოს შტატის ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატში დაფიქსირდა ფაქტი, რომელიც მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ჩაიწერება. ფლამენგოს გოგონათა გუნდმა გრემიო ანგარიშით 56:0 დაამარცხა. 

გუნდის ოფიციალური ტვიტერი იუწყება, რომ ეს ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებაა ლიგის ისტორიაში.

ფეხბურთის ისტორიაში კი ყველაზე დიდი ანგარიში ოფიციალურად მადაგასკარის ჩემპიონატშია დაფიქსირებული. შეხვედრა, რომელიც 2002 წლის 31 ოქტომბერს გაიმართა და მასში ადემა და ლ’ემირნი თამაშობდნენ, მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 149:0 დასრულდა. ოღონდ, აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ სტუმარი გუნდი არბიტრის პროტესტის ნიშნად, გოლებს მიზანმიმართულად საკუთარ კარში იტანდა.

მეორე ადგილზე აქამდე მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის ოკეანიის შესარჩევ ტურნირში  გამართულ მატჩს ეკავა, რომელიც 2001 წლის 11 აპრილს ჩატარდა.  ავსტრალიის ნაკრებმა ამერიკულ სამოას უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 31:0 დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები