Thumbnail
  • ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 37 წუთი გაატარა
  • ბასკონიაში ვითას ყოფილმა კალათბურთელმაც ითამაშა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-2 ტურის ცენტრალურ მატჩში თორნიკე შენგელიას ბასკონია ბარსელონას ესტუმრა და ოვერტაიმში 87:95 დამარცხდა.

ქართველი ლეგიონერი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 36:58 წუთში 16 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. შენგელიამ 9-დან 4 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

📺 შენგელიას ჰაილაითები ბარსელონასთან

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა ბასკონიელებს 11 ქულა შესძინა, თბილისის ვითას ყოფილმა უკანახაზელმა პიერია ჰენრიმ კი 8 ქულა, 5 მოხსნა და 7 პასი მოაგროვა.

ბარსელონას რიგებში შეუჩერებელი იყო ლიტვური ჟალგირისიდან გადაბარგებული ბრენდონ დევისი, რომელმაც ორმაგი დუბლი (24 ქულა, 11 მოხსნა) შეასრულა, NBA-დან ესპანეთის ჩემპიონატში დაბრუნებულმა ნიკოლა მიროტიჩმა კი 22 ქულა ჩააგდო.

ბასკურ კლუბს თითო მოგება-წაგება აქვს, მომდევნო შეხვედრას კი 6 ოქტომბერს, შინ, მალაგის უნიკახასთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები