Thumbnail
  • პოჩეტინოს იუნაიტედი ეპატიჟება
  • ტოტენჰემს საუთგეიტი ჩაიბარებს?

ინგლისის ლიგის თასზე კოლჩერსტერთან მარცხის შემდეგ, როგორც პრესისთვის გახდა ცნობილი, მოურისიო პოჩეტინოს მოთამაშეებთან კონფლიქტი მოუვიდა და გუნდიდან წასვლის შესახებ ისაუბრა.

არგენტინელი ზაფხულის შემდეგ უკმაყოფილოა, სადაც ნდომბელეს და სესინიონის გარდა სხვა მოთამაშით ვერ გაძლიერდა, ასევე უპასუხოდ დარჩა გუნდის საკვანძო მოთამაშის კრისტიან ერიკსენის საკითხიც, რომელიც რეალში ვერ გადავიდა და სპურსში უმოტივაციოდ თამაშობს.

პოჩეტინოს შემცვლელის ძებნა ტოტენჰემმა უკვე დაიწყო და მთავარი კანდიდატურა ინგლისის ნაკრების მწვრთნელი - გარეტ საუთგეიტია, რომელსაც ინგლისელ ახალგაზრდებთან მუშაობის კარგი გამოცდილება აქვს და ტოტენჰემს ამ კუთხით იდეალურად მოერგება.

კომენტარები

ბოლო ამბები