Thumbnail

კიტეიშვილის ლამაზი გოლი ადმირასთან - ქართველი საუკეთესოდ აღიარეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • შტურმი 4:1 ადმირა
  • ოთარ კიტეიშვილის გოლი და საგოლე პასი ავსტრიაში

ოთარ კიტეიშვილის შტურმმა ავსტრიის ბუნდესლიგის მე-9 ტურში ადმირას უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. ქართველი ნახევარმცველის გუნდმა მიმდინარე სეზონში 9 მატჩიდან მე-5 მოიგო.

ოთარმა მონაწილეობა ორ გოლში მიიღო. ქართველმა მე-18 წუთზე ანგარიში გახსნა, როდესაც სოლორეიდის მერე სტუმართა მეკარეს ხარიხის ქვემოთ გაუტანა, მე-2 ტაიმის დასაწყისში კი ასისტენტობა ბეკიმ ბალაის გაუწია.

აღსანიშნავია, რომ კიტეიშვილმა  ერთ მატჩში გოლის გატანა და საგოლე გადაცემის შესრულება მიმდინარე სეზონში მეორედ მოახერხა.

გასაკვირი არ ყოფილა, რომ ოთარს ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მაღალი შეფასება (8.3) ჰქონდა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც აღიარეს.

კიტეიშვილს ამ სეზონში 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მოუგროვდა, შტურმს კი 9 ტურში 16 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა. გრაცელები მომდევნო შეხვედრას კი 6 ოქტომბერს, სტუმრად, ვენის აუსტრიასთან ჩაატარებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები