Thumbnail

Game Creator's Odyssey - თამაში თამაშების დიზაინზე!

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ

დეველოპერულმა კომპანია Ubisoft-მა კონკორდიის უნივერსიტეტთან ერთად, ვიდეო თამაშების დიზაინის შემსწავლელი კურსი შექმნა, რომელიც, სტუდენტებისთვის სახალისოცაა და სასარგებლოც: ის თავადაა ვიდეოთამაში. კურსი, სახელად Game Creators' Odyssey, ვიდეოთამაშის დეველოპმენტის პროცესის დეტალებს იაპონური ფეოდალური ერის გმირის, ნაგატოს როლში შეასწავლის. 

თამაშში, სტუდენტები დააკვირდებიან და შეისწავლიან უბისოფტის რეალური თამაშებიდან მაგალითებს, გაივლიან გამოწვევებს და შესწავლის ქულებს დააგროვებენ შემდეგი დავალებების მისაღებად. გამოცდილების დაგროვების პარალელურად, ისინი ნაგატოს თამაშისათვის საკუთარ ისტორიას დაწერენ და დიზაინსაც ააწყობენ.

უბისოფტის მონრეალის ოფისის დირექტორის, ოლივიერ პალმერის სიტყვებით, Game Creators' Odyssey იმ გამოცდილებაზეა დაფუძნებული, რომელიც უბისოფტმა 30 წლიანი მუშაობით დააგროვა.

''ჩვენთვის დიდი სიამოვნებაა ამ გამოცდილების უნივერსისტეტებისთვის გაზიარება, და ვიდეო თამაშების შემქმნელების მომავალი თაობების აღზრდა.'' აცხადებს ოლივიერ პალმერი.

კურსი, რომელიც ინგლისურსა და ფრანგულ ენებზეა, ორნაწილიანია. პირველი ნაწილი უკვე ხელმისაწვდომია, მეორე ნაწილი კი 2020 წლის გაზაფხულზე გამოვა. ჯერჯერობით, ეს პროგრამა მხოლოდ რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა, კომპანია არ გამორიცხავს, რომ, მოთხოვნის შემთხვევაში, ის კომერციულ პროექტად ჩამოყალიბდეს.

ნახეთ Game Creator's Odyssey-ის თრეილერი:

კომენტარები

ბოლო ამბები