Thumbnail

ბექა ღვინიაშვილმა პარიზში ვერცხლი მოიპოვა

  • პარიზის გრანდ სლემი.
  • 90 კილოგრამი წონითი კატეგორია.
  • ბექა ღვინიაშვილი.

ბექა ღვინიაშვილმა პარიზის გრანდ სლემის მე-2 დღე ბრწყინვალედ დაიწყო. ქართველმა ძიუდოისტმა, 90-კილოგრამ წონით კატეგორიაში, პირველი ბრძოლა აზერბაიჯანელ მეტოქეს იპონით მოუგო.

ბექამ მერვედფინალურ დაპირისპირებაში სამხრეთკორეელ ჯეიონგ ლის სძლია. ქართველ ძიუდოისტს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ორი წუთი და 26 წამი დასჭირდა.

ღვინიაშვილმა მეოთხედფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა. ეს იყო ფინალამდე ყველაზე ხანმოკლე ბრძოლა, რომელიც ღვინიაშვილმა გამართა. მან მეტოქეს 50-წამში სძლია.

ბექამ ნახევარფინალში კენტა ნაგასავას ორ წუთსა და 49 წამში მოუგო. ქართველმა ძიუდოისტმა მეტოქეს ჯერ ვაზარი აუღო, ხოლო შემდეგ დააიპონა.

ფინალში ღვინიაშვილი 15-წამში დამარცხდა. შოიჩირო მუკაიმ ღვინიაშვილს მარტივად სძლია. ფინალამდე ღვინიაშვილის ოთხივე ბრძოლა იპონით ჰქონდა მოგებული. შეგახსენებთ, რომ ბექამ შარშანდელი შედეგი გააუმჯობესა. ღვინიაშვილმა 2017 წელს პარიზის გრანდ სლემზე მეხუთე ადგილი აიღო.

კომენტარები

ბოლო ამბები