Thumbnail

ფიგურული ციგურაობა | რევიამ და კაზაკოვამ გრანპრიზე ოქროს მედლები აიღეს!

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ზაგრებში გაიმართა იუნიორთა შორის გრანპრის მეექვსე ეტაპი ფიგურულ ციგურაობაში 
  • ქართულმა წყვილმა ბრწყინვალედ იასპარეზა და პირველი ადგილი არავის დაუთმო

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გაიმართა იუნიორთა შორის გრანპრის მეექვსე ეტაპი ფიგურულ ციგურაობაში, სპორტულ ცეკვებში. ტურნირში მონაწილეობა 14 ქვეყნის 17-მა წყვილმა მიიღო. ბრწყინვალედ იასპარეზეს ქართველებმა: მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ პირველი ადგილი დაიკავეს!

ამ ეტაპზე წარმატებს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ქართულმა წყვილმა ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა, რომელიც 5-9 დეკემბერს იტალიის ქალაქ ტურინში გაიმართება.

მოკლე და თავისუფალ პროგრამაში რევიამ და კაზაკოვამ ბრწყინვალედ იასპარეზეს და სეზონის საუკეთესო შედეგი აჩვენეს. ქართველებმა ჯამურად 169.22 ქულა აიღეს და ოქროს მედლები არავის დაუთმეს. ქართველი მოციგურავეების კარიერაში ეს პირველი ოქროა.

📺 კაზაკოვას და რევიას თავისუფალი პროგრამა

კომენტარები

ბოლო ამბები