Thumbnail
  • მსოფლიო რაგბიმ მამუკა გორგოძის მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილა
  • საქართველოს ნაკრების მორაგბემ თანაგუნდელები სათითაოდ გაამხნევა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო თასზე პირველი გამარჯვება იზეიმა. ჰეიგის გუნდმა ურუგვაის 33:7 სძლია. ''ბორჯღალოსნებმა'' პირველად ტურნირის ისტორიაში ბონუს-ქულის აღებაც მოახერხეს.

ურუგვაისთან მატჩის დაწყებამდე, მსოფლიო რაგბის ოფიციალურ გვერდზე ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც ჩანს, თუ როგორ ამხნევებს მამუკა გორგოძე თანაგუნდელებს. 'გორგოძილა' თითოეულ მორაგბესთან მიდის და გამამხნევებელ სიტყვებს ეუბნება. გორგოძე მსოფლიო რაგბის ფოკუსში კიდევ ერთხელ მოხვდა - უელსთან მატჩის შემდეგ მსოფლიო რაგბის ტვიტერზე მამუკა გორგოძისა და ლი ჰალფპენის ფოტო დაიდო წარწერით: "ურთიერთპატივისცემა ორ დიდ მორაგბეს შორის".

 

კომენტარები

ბოლო ამბები