Thumbnail
  • ატლეტიკო 0:0 რეალი
  • ლიდერებმა ქულები დაკარგეს, რაც რეალ სოსიედადისთვის შანსია

ესპანეთის ლა ლიგის მე-7 ტურის ცენტრალური მატჩი "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გაიმართა, სადაც ატლეტიკომ რეალს უმასპინძლა. მადრიდის დერბი მოსაწყენი და მძიმე საყურებელი გამოდგა - 0:0. 

დიეგო ფორლანი

რეალი 15 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო ატლეტიკო 14 ქულით მესამეა (14 ქულითვე მეორეა გრანადა). ასე რომ, რეალ სოსიედადს უნიკალური შანსი აქვს, მე-7 ტურის შემდეგ გალიდერების, თუკი სევილიას დაამარცხებს.

ჟოაო ფელიქსის შანსი

პირველ ტაიმში ყველაზე სახიფათო მომენტი ტონი კროოსს ჰქონდა, მაგრამ მისი დარტყმული იან ობლაკმა მოიგერია - გოლები პირველ ტაიმში არ გასულა.

მეორე ტაიმში ერთადერთი დასამახსოვრებელი ლუკა მოდრიჩის დაბრუნება იყო, რომელმაც ზედიზედ 4 ტური გამოტოვა. 

ატლეტიკო 0:0 რეალი

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ტრიპიერი, სავიჩი, ხიმენესი, ლოდი (61. ლემარი) - ვიტოლო (46. ა. კორეა), თომასი, საულ ნიგესი, კოკე - ჟოაო ფელიქსი (70. მ. ლორენტე), დიეგო კოშტა

რეალი (4-1-4-1): კურტუა - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, ნაჩო - კაზემირო - ბეილი, ვალვერდე (68. მოდრიჩი), კროოსი, აზარი (77. ხამესი) - ბენზემა (88. იოვიჩი)

სხვა მატჩები

ბილბაო 0:1 ვალენსია
ხეტაფე 0:2 ბარსელონა
გრანადა 1:0 ლეგანესი

კომენტარები

ბოლო ამბები