Thumbnail

გურამ კაშიას გოლი ფეიენოორდის კარში - ვიტესის მნიშვნელოვანი გამარჯვება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
გაზიარება
  • ვიტესმა ფეიენოორდი 3:1 დაამარცხა. 
  • გურამ კაშიამ ანგარიში გაათანაბრა.
  • არნემელთა ქართველმა კაპიტანმა ამ სეზონში მე-3 გოლი გაიტანა.

არნემის ვიტესის ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ ჰოლანდიის მიმდინარე ჩემპიონატში მესამე გოლი გაიტანა. 23-ე ტურში ვიტესი როტერდამია ფეიენოორდს მასპინძლობდა და ტონი ვილჰენას გოლით აგებდა. პირველი ტაიმის მიწურულს, 43-ე წუთზე კაშიამ ანგარიში გაათანაბრა!

გურამ კაშიას გოლი ფეიენოორდის კარში

კაშიასთვის ეს ფეიენოორდის კარში გატანილი მეორე გოლია. წინა სეზონში, გურამმა როტერდამელებს ჰოლანდიის თასის მეოთხედფინალშიც გაუტანა.

მეორე ტაიმში ვიტესმა ფეიენოორდს კიდევ ორი ბურთი გაუტანა - ბრაიან ლინსენის დუბლის წყალობით არნემელებმა მატჩი 3:1 მოიგეს. ამ უმნიშვნელოვანესი გამარჯვებით გურამ კაშიას გუნდმა საუკეთესო შვიდეულში პოზიცია გაიმყარა. შეგახსენებთ, რომ ვიტესის მიზანი მინიმუმ მე-7 ადგილზე გასვლაა, რომელიც ევროპალიგის საგზურის პლეი-ოფში თამაშის გარანტიას იძლევა.

კაშიასთვის ეს ამ სეზონში მე-3 გოლია

ვიტესი მომდევნო ტურში 17 თებერვალს, ექსელსიორს უმასპინძლებს.

კომენტარები
ბოლო ამბები