Thumbnail

ისევ ნეიმარი - ფანებისგან მოძულებულმა ბრაზილიელმა პსჟ-ს პირადად 9 ქულა მოუტანა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბორდო 0:1 პსჟ
  • 0:1 ნეიმარი (70)

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-8 ტურში პარი სენ-ჟერმენი ბორდოს ესტუმრა და 1:0 გაიმარჯვა. 70-ე წუთზე შეცვალზე შესულმა კილიან მბაპემ ნეიმარს გამარჯვების გოლი გაატანინა. 8 ტურის შემდეგ 18 ქულით პსჟ ჩემპიონატის ლიდერია. 

ნეიმარმა, რომელსაც პარიზული პუბლიკა ცუდად დახვდა, ლიგა 1-ში უკვე მესამე გოლი გაიტანა. სამივე ეს თამაში პსჟ-მ 1:0 მოიგო. ასე რომ, ნეიმარმა პარი სენ-ჟერმენს ბოლო 4 ტურში პირადად მოუტანა 9 ქულა.

ბორდო 0:1 პსჟ

გოლი: 0:1 ნეიმარი (70)

პსჟ (4-3-3): ნავასი - მონიე, ტიაგო სილვა, დიალო, კურზავა - გიე, მარკინიოსი, ვერატი - სარაბია (60. მბაპე), ნეიმარი, დი მარია (88. ბერნატი) 

სხვა მატჩები

ლიონი 0:1 ნანტი
ანჟერი 1:1 ამიენი
მონაკო 4:1 ბრესტი
ნიცა 1:1 ლილი
რეიმსი 1:2 დიჟონი
მეცი 2:2 ტულუზი

კომენტარები

ბოლო ამბები